სხვა ხუთი დიდი პოტენციურად საშიში ასტეროიდი უახლოვდება დედამიწას 2023, 6 სექტემბერი, 15:01 6-დან 10 სექტემბრამდე დედამიწას ხუთი დიდი ასტეროიდი მიუახლოვდება, იუწყება Tengri Life. პირველი სახლის ზომის ასტეროიდი დედამიწას 6 სექტემბერს მოუახლოვდება, აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის, ნასას ცნობით. ის ჩვენი პლანეტიდან 5, 11 მილიონი კილომეტრის მანძილზე გაივლის. შემდეგი ორი ასტრონომიული ობიექტი, თვითმფრინავისა და ავტობუსის ზომის, დედამიწას 8 სექტემბერს მიუახლოვდება - 4, 08 მილიონი და 5, 72 მილიონი კილომეტრით. ბოლო ორი თვითმფრინავის ზომის ასტეროიდი 10 სექტემბერს გამოჩნდება. მინიმალური მანძილი მათსა და დედამიწას შორის იქნება 1, 52 მილიონი და 2, 66 მილიონი კილომეტრი. აღნიშნულია, რომ 150 მეტრზე დიდი ზომის ყველა ობიექტი, რომელიც დედამიწას სულ მცირე 7, 5 მილიონი კილომეტრით უახლოვდება, პოტენციურად საშიშად ითვლება. მანამდე მეცნიერებმა აღმოაჩინეს ასტეროიდი, რომელიც შეიძლება დედამიწას 2046 წელს შეეჯახოს.. 109 შეფასება არ არის
|