x
მეტი
  • 06.12.2023
  • სტატია:132162
  • ვიდეო:357617
  • სურათი:506758
ფოტოები, რომლებიც უსიტყვოდ გვიყვება მოვლენების ამბავს
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.




image



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.






ისტორიული ფოტოები არის გზა დიდ სამყაროზე ერთიანი ხედვის შემოსატანად. ზოგჯერ მხოლოდ ერთი ფოტოა იმისათვის საჭირო, რომ ადამიანისთის თვალისვის მარტივი აღსაქმელი გახდეს იმ წარმოუდგენელი ადგილების შესახებ, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ. თუმცა, დღევანდელ სტატიაში გვექნება კრებული, სადაც თვითონ ფოტოები ყვებიან ამბავს.




ფოტოები, რომლებიც უსიტყვოდ გვიყვება მოვლენების ამბავს





1. ქაფში ჩაძირული თვალი. image

სულაც არ არის ეს თვალი, უბრალოდ წყლის ნაკადია ტრაპში გასვლის პროცესში.





2. მფრინავი მატარებელი. image

ფოტო გადაღებულია 1855 წელს, როდესაც სამგზავრო მატარებელმა ვერ დაამუხრუჭა, სადგურის ბაქანიდან გადავიდა და მეორე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა.





3. თავისუფლების ქანდაკება. image

ეს არ არის ნამდვილი ქანდაკება, უბრალოდ მისი ასლია ზომებში ბევრად პატარა, რომელიც პარიზში მდებარეობს.





4. დედა-შვილის ნახტომი. image

ფოტო ასახავს 1975 წლის ბოსტონის ხანძრის საშინელ მოვლენას. დედა-შვილი იძულებული იყო სიმაღლიდან გადმომხტარიყო. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მაგრამ მან შვილის სიცოცხლე გადაარჩინა, რომელიც დედის სხეულზე დაეცა.





5. ხალხი მავთულებზე. image

ეს არის ნიუ-იორკში, ბრუკლინის ხიდის მშენებლობა და სწორედ ის ნიჭიერი ინჟინრები, რომლებმაც ააგეს ეს ხიდი. მათი წყალობით ხიდი ას წელზე მეტია ურყევად დგას.





6. ადმიანები უდაბნოში. image

ეს არ არის ხელოვნების ინსტალაცია, როგორც შეიძლება თავდაპირველად გვევარაუდა. სურათი გადაღებულია ნევადაში ბომბის გამოცდის შემდეგ და ეს ის მანეკენებია, რაც მათგან დარჩა სპეც-ოპერაციის შემდეგ.






7. მელოტი ბარბი. image

თოჯინა სპეციალურად შეიქმნა ონკოლოგიური პაციენტისთვის.





8. ბავშვი გალიაში. image

სურათზე ნაჩვენებია ბავშვებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი სპეციალური გალია, რომელსაც იყენებდნენ მაღლივი შენობების ბოლო სართულებზე მცხოვრები ამერიკელები. ყველა მათგანს არ ჰქონდა შესაძლებლობა, გარეთ გასულიყო და შვილებთან ერთად ესეირნა, სწორედ ამიტომ გამოიგონეს ეს გალიები, რომლებმაც მოაგვარა ეს პრობლემა.





9. ფეთქებადი ქალები. image

ეს არის ჩინეთში ქალი მცველების მომზადების ერთ-ერთი მთავარი ეტაპი. ამ გზით ჩინელ ქალებს უვითარებდნენ მოთმინებასა და გამძლეობას.





10. თვითმკვლელი პატარძალი. image

ჩინელმა ქალბატონმა თვითმკვლელობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქმრომ სწორედ მათი ქორწილის დღეს მიატოვა. პოლიციის ოფიცერმა სასწაულებრივად მოასწრო მისი დაჭერა გადახტომის მომენტში.



0
426
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
426
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0