x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
აი, რატომ აქვთ ზურგს უკან დამალული ხელები ბორტგამცილებლებს თვითმრინავში მგზავრების ჩასხდომისას

image


ოდესმე თუ შეგიმჩნევიათ თვითმფრინავში ასვლისას ერთ-ერთ ბორტგამცილებელს ხელები ზურგს უკან რომ აქვს წაღებული? თუ ყურადღებიანი მოგზაური ხართ, ამას აუცილებლად შეამჩნევდით და ალბათ, არაერთხელაც იკითხავდით რატომ აკეთებს ის ამას, ნუთუ მართლაც რაღაცას მალავს? სულაც არა. ბორტგამცილებელთა ამ პატარა საიდუმლოებას ნათელი ერთ - ერთმა ბლოგერმა და მოგზაურმა მოჰფინა.


image


როგორც ირკვევა, აფრენამდე ბორტგამცილებელს მგზავრთა დათვლა მოეთხოვება, თუმცა იმისთვის რომ ის ანგარიშში არ შეცდეს, ფოტოზე აღბეჭდილ ასეთ, "კლიკერ - მრიცხველს" იყენებს, ამიტომაც ხელები ზურგს უკან აქვს წაღებული, რათა პროცესმა მგზავრთა ყურადღება არ მიიპყროს.


image


ზოგჯერ დათვლა ხდება მაშინ, როდესაც ყველას უკვე საკუთარი ადგილი დაკავებული აქვს, თუმცა ისეც ხდება, რომ თითოეულ მგზავრს ორჯერ თვლიან: თვითმფრინავში ასვლისას და ადგილებზე განთავსების შემდეგ.













0
737
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
737