საზოგადოება "მცურავმა საღორემ მიიღო მესიჯი"- რას წერს ნათია ფანჯიკიძე 2023, 31 ივლისი, 12:41 ფსიქოლოგი და ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე რუსი ტურებისტის საკრუიზო გემის ბათუმში შემოსვლის მოწინააღმდეგეთა მიერ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქვეყნის ყველა იმ "ღამის დარაჯს" მადლობას უხდის, ვინც ოკუპანტთა გემი ყველასთვის კარგად ნაცნობ ადგილზე გაუშვა:"რა მაგის პასუხია და მოდით გავცდეთ განზრახვის განხილვას და დავინახოთ ამბავი, როგორც კოხტა მძივი:კარგია პოლიცია რომ იდგა ბათუმში. იცით რათა? სიმბოლურ აქტში სიმბოლოების სიმრავლე ზრდის ეფექტს. პოლიციის იქ ყოფნამ სოლიდურობა მიანიჭა აქციას. მცურავმა საღორემ მიიღო მესიჯი: "რომ არა პოლიცია, შამფურზე აგაგებენ."შედეგად: მცურავმა საღორემ მარშრუტიდან ამოიღო ჩვენი ლამაზი ქალაქი.ციკლიდან: შედეგზე ორიენტირებული თერაპია.მადლობა ქვეყნის ყველა "ღამის დარაჯს", ვინც გემს იდინახუიო, მოახსენა"- წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.შეგახსენებთ, რომ ბათუმის ნავსადგურთან გამართულმა საპროტესტო აქციებმა შედეგი გამოიღო, "Astoria Grande"-მ შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო.საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგ რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო. მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო, თუმცა რეისების შესახებ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ბათუმი უკვე აღარ იძებნება.ცნობისთვის, დღეს გამთენიისას "Astoria Grande"-მ რუსი ტურისტები საქართველოში კიდევ ერთხელ შემოიყვანა. ცნობილია, რომ გემზე ასევე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი აქტივისტები.მოქალაქეები ბათუმის პორტში გემის შემოსვლას აქციითა და შეძახილებით დახვდნენ. პროტესტის დროს პოლიციამ 10-მდე აქტივისტი დააკავა. ადგილზე აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.414 1-ს არ მოსწონს |