x
image
თამილა გურაშვილი
ვიდეო: საშინელებათა ფილმის მსგავსი იქნებოდა..
image
ცნობილი გახდა, რა მტანჯველი სიკვდილით დაიღუპნენ ბატისკაფის „ტიტანის“ მგზავრები და ეკიპაჟის წევრები. სოციალურ ქსელში ვიდეომასალამ „ტიტანის“ ეკიპაჟის ბოლო წუთებთან ერთად 5 მილიონი ნახვა დააგროვა.



ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ხუთ ადამიანს, რომლებიც ტიტანიკში ჩაძირვისას დაიღუპნენ, დრო ჰქონდათ გაეაზრებინათ რა ელოდათ მათ.


ესპანელი წყალქვეშა ნავების ექსპერტი ხოსე ლუის მარტინი ამბობს, რომ ტიტანზე მოხდა ელექტროენერგიის გათიშვა, აპარატმა სტაბილურობა დაკარგა და ქვასავით დაეშვა ზღვის ფსკერზე.

„ტიტანი“ ილუმინატორთან ერთად„ისარივით ვერტიკალურად ქვემოთ ჩაფრინდა.





”წარმოიდგინეთ საშინელება, შიში და ტანჯვა. საშინელებათა ფილმს გავდა ალბათ.“ - ამბობს ექსპერტი.

დაახლოებით 8600 ფუტის სიმაღლეზე, ბატისკაფი „ბურთივით გაიბერა“ - იმის გამო, რომ წნევა სწრაფად იცვლებოდა.


სავარაუდოდ, ყველა მგზავრი ერთმანეთზე ეყარა სიბნელეში, თავად ვარდნა 48-დან 71 წამამდე გაგრძელდა.


მოგვიანებით, ტიტანის ნამსხვრევები იპოვეს 12, 500 ფუტის სიღრმეზე, ხუთივე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში.


ზოგი წერს, რომ ასეთი თეორიების გამოგონება შესაძლებელია „ემოციების აღძვრის მიზნით“. ამის შესახებ ნიკოლაი ჩერკაშინმა, პირველი რანგის კაპიტანმა, წყალქვეშა ფლოტის ისტორიკოსმა განცხადება გააკეთა, ის დარწმუნებულია, რომ სიკვდილი წამებში მოხდა, მგზავრებს ემოციები არ განუცდიათ, ტირილის დრო არ ჰქონდათ.



კაპიტანმა გაიხსენა, რომ დეფექტი იყო კორპუსის სიმტკიცეში და კატასტროფაც დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ მოწყობილობას ჰქონდა შეუსაბამო ფორმა . უკეთესი იქნებოდა, ბატისკაფი ცილინდრული ფორმის ყოფილიყო და არა სფერული.



0
192
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0