x
ჰიტლერის სკანდალური რომანი მის დისშვილთან! - უცნობი ფაქტები
ჰიტლერის სკანდალური რომანი მის დისშვილთან! უცნობი ფაქტები

მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი მმარ­თვე­ლის, ადოლფ ჰიტ­ლე­რის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ბევ­რი ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი იმა­ლე­ბა და ეს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი მხო­ლოდ მის პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა. "მონ­სტრი ფი­უ­რე­რის" პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შეს­წავ­ლი­სას ბევრ იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ ამ­ბავ­საც გა­ი­გებთ.


ერთ-ერთი ასე­თი ამ­ბა­ვი ჰიტ­ლე­რი­სა და მისი ნა­ხე­ვარ­დის, ან­გე­ლა ჰა­მი­ჩის შვი­ლის, გელი რა­უ­ბა­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.


ზოგი ამ­ბობს, რომ გელი რა­უ­ბა­ლი იყო ქალი, რომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­მაც ადოლფ ჰიტ­ლე­რი სას­ტიკ ადა­მი­ა­ნად აქ­ცია. ის იყო ადოლ­ფის სი­სას­ტი­კის გა­მაღ­ვი­ვე­ბე­ლი პირ­ვე­ლი თეს­ლი.



1925 წელს ადოლფ ჰიტ­ლერ­მა თა­ვი­სი ნა­ხე­ვარ­და ან­გე­ლა მი­უნ­ხენ­ში მი­იწ­ვია და თა­ვის სახ­ლში დი­ა­სახ­ლი­სად და­ა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა. ან­გე­ლას­თან ერ­თად ჰილ­ტერ­თან სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვიდ­ნენ მისი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი, გელი და ელფ­რი­დი. გელი მა­შინ 17 წლის იყო.


ჰიტ­ლე­რი გო­გო­ნას გა­რეგ­ნო­ბით მა­შინ­ვე მო­ხიბ­ლუ­ლა და ამ­ბობ­და, რომ "უჩ­ვე­უ­ლო სი­ლა­მა­ზე“ ჰქონ­და. იმ მო­მენ­ტი­დან­ვე, რო­დე­საც გე­ლიმ ჰიტ­ლე­რის სახ­ლში შე­ა­ბი­ჯა, ადოლ­ფი თვალ­სა­წი­ე­რის მიღ­მა არ უშ­ვებ­და და გვერ­დი­დან არ იშო­რებ­და.


ჰიტ­ლე­რი­სა და გელი რა­უ­ბა­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის ბუ­ნე­ბა დღემ­დე სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ ეს იყო "აკ­რძა­ლუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი" და რომ ჰიტ­ლერს თა­ვი­სი დის შვი­ლი სი­გი­ჟემ­დე შე­უყ­ვარ­და. მათ შო­რის ხში­რი იყო სკან­და­ლუ­რი ინ­ტი­მუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა. უც­ნო­ბია პა­სუ­ხობ­და თუ არა გო­გო­ნა ჰიტ­ლე­რის სიყ­ვა­რულს სიყ­ვა­რუ­ლით­ვე.


ჰიტ­ლე­რის ნა­ხე­ვარ­და ან­გე­ლა, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უვ­ლი­და ადოლ­ფის სახ­ლს და მისი დი­ა­სახ­ლი­სი იყო, ორი წლის შემ­დეგ კი, ფი­უ­რერ­მა უთხრა, რომ სხვა, უფრო დიდ სახ­ლში გა­და­სუ­ლი­ყო, ხოლო გელი მას­თან, მი­უნ­ხენ­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.


ან­გე­ლა წა­ვი­და, გელი კი ჰიტ­ლერ­თან დარ­ჩა. ზო­გი­ერთს სჯე­რა, რომ მას უბ­რა­ლოდ სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ ჰქონ­და. არა­ვინ იცის დარ­ჩე­ნის მი­ზე­ზი - თა­ვი­სი სურ­ვი­ლი იყო ეს, თუ ში­შით ნა­კარ­ნა­ხე­ვი ნა­ბი­ჯი. სი­მარ­თლე ისაა, რომ ის დარ­ჩა ჰიტ­ლერ­თან და მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­უნ­ხე­ნის აპარ­ტა­მენ­ტში ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ.


ბევ­რი, ვინც ამ წყვილს იც­ნობ­და, ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მათ შო­რის მუდ­მი­ვი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა იყო. გელი უამ­რავ კაცს მოს­წონ­და და მას­თან ფლირტს არ ერი­დე­ბოდ­ნენ, რად­გა­ნაც ის არა ჰიტ­ლე­რის საყ­ვა­რელ ქა­ლად, არა­მედ მის დის შვი­ლად მი­აჩ­ნდათ. ყო­ვე­ლი­ვე ჰიტ­ლერს წარ­მო­უდ­გენ­ლად აბ­რა­ზებ­და, სა­უბ­რო­ბენ იმა­ზეც, რომ თა­ვის მხრივ, გელი მო­დელ ევა ბრა­უნ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და.


ჰიტ­ლე­რი აკონ­ტრო­ლებ­და ქა­ლის სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას, კარ­ნა­ხობ­და, თუ ვის­თან და რო­დის შე­ეძ­ლო წას­ვლა. აუკ­რძა­ლა ვე­ნის მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი. სამ­სა­ხუ­რი­დან ათა­ვი­სუფ­ლებ­და ყვე­ლა კაცს, რო­მე­ლიც გე­ლის "სხვა­ნა­ი­რად“ შე­ხე­დავ­და.


1931 წლის 19 სექ­ტემ­ბერს გელი რა­უ­ბა­ლი სა­კუ­თარ სა­ძი­ნე­ბელ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ცხე­და­რი თა­ვი­სი­ვე სის­ხლის გუ­ბე­ში იყო, რო­მე­ლიც გულ-მკერ­დის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბი­დან მოს­დი­ო­და. ია­რა­ღი, რომ­ლი­და­ნაც სა­ვა­რა­უ­დო გას­რო­ლამ ქალი იმ­სხვერ­პლა, გარ­დაც­ვლი­ლის გვერ­დით იპო­ვეს.


ამ­ბობ­დნენ, რომ საქ­მე სუ­ი­ციდს ეხე­ბო­და, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სხვა ვერ­სი­ა­საც გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გო­გო­ნა ჰიტ­ლე­რის მტრებ­მა მოკ­ლეს.


ფიქ­რო­ბენ, რომ გე­ლიმ ამ­დენ კონ­ტროლს და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ასეთ შე­ზღუდ­ვას ვერ გა­უძ­ლო და სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. თუმ­ცა ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ ვერ აჩ­ვე­ნა აშ­კა­რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ეს სუ­ი­ცი­დი იყო.


რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, ზოგი ამ­ბობ­და, რომ მას ცხვი­რი ჰქონ­და გა­ტე­ხი­ლი, ზოგი ამ­ბობ­და, რომ ორ­სუ­ლად იყო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რამ გა­მო­იწ­ვია გარ­დაც­ვა­ლე­ბა, არ არ­სე­ბობს, რა­მაც კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­რა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ჭო­რე­ბი. ამ­ბობ­დნენ იმა­საც, რომ ჰიტ­ლერ­მა ის სა­კუ­თა­რი ხე­ლით მოკ­ლა.


გე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ჰიტ­ლერ­ზე გა­მა­ნად­გუ­რებ­ლად იმოქ­მე­და. მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი ჰყვე­ბოდ­ნენ, რომ ამ ამ­ბავ­მა ჰიტ­ლე­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა.

0
268
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0