x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ეკონომიკური სენსაცია ანუ როგორ წარმოშვა Microsoft-მა 12,000 მილიონერი
“მაიკროსოფტი” სრულიად სამართლიანად არის მიჩნეული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და მძლავრ კომპანიად, მაგრამ ბევრმა ალბათ არ იცის, რომ მან ერთი საშუალო ზომის ქართული ქალაქის მაცხოვრებელთა რაოდენობის ადამიანები — ჯამში 12, 000-ზე მეტი პირი — მილიონერებად აქცია, რაც სრულიად უპრეცედენტო მოვლენა გახლავთ: დღემდე არცერთ სხვა ფირმას არ გაუმდიდრებია ერთბაშად ამდენი ხალხი.


კომპანია “მაიკროსოფტის” დაბადების თარიღი 1975 წლის 4 მარტია, ხოლო დაბადების ადგილი — ნიუ-მექსიკოს შტატის დედაქალაქი ალბუკერკე. ამ დღეს, როცა “მაიკროსოფტს” აფუძნებდნენ, ვერც პოლ ალენი და ვერც ბილ გეითსი ალბათ ვერც კი იოცნებებდნენ, რომ მათი ფირმა ოდესმე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გახდებოდა.


მაიკროსოფტი


გარკვეული მცირე წარმატებების მიუხედავად 80-იან წლებამდე “მაიკროსოფტი” მაინც არ იყო დიდი ფირმა. წლები გადიოდა, გეითსის და ალენის ხელმოკლეობას კი ბოლო არ ეღებოდა. თუმცა 80-იან წლებში ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა, როცა კომპანიონებმა მოულოდნელად ფირმა IBM-ისგან (რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ საფონდო ბირჟებზე სისტემატურ დაღმასვლას განიცდის, დღემდე ამერიკული კომპანიების ტოპ ათეულშია), 186, 000-დოლარიანი შეკვეთა მიიღეს კომპიუტერებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დამზადების თაობაზე.



“მაიკროსოფტში” თავიდან გაჩნდა თანამშრომელთა წახალისების უნიკალური მექანიზმი, რომელმაც იმაში ჰპოვა ასახვა, რომ ფულადი ბონუსის ნაცვლად კომპანიაში დასაქმებულები საჩუქრად აქციებს იღებდნენ, რის გამოც პოლ ალენს და ბილ გეითსს უამრავი მეწარმე დასცინოდა. მაშინ მიღებული არ გახლდათ კომპანიის თანამშრომლების მეწილეებად გადაქცევა.


თუმცა ამ ნაბიჯმა, როგორც მომავალში აღმოჩნდა, ძალიან გაამართლა: “მაიკროსოფტის” თანამშრომლები მიხვდნენ, რომ ისინი იმ ფირმის მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ, სადაც მუშაობდნენ და საკუთარ საქმეში გაათმაგებული ძალისხმევის ჩადებას შეუდგნენ.


12, 000 მილიონერი


80-იან და 90-იან წლებში “მაიკროსოფტის” აქციების ფასი გამუდმებით იზრდებოდა. ამიტომ წლების შემდეგ აქციათა იმ პაკეტებს, რაც კომპანიამ საკუთარ თანამშრომლებს ბონუსების სახით დაურიგა, მილიონობით დოლარის ფასი დაედო. შედეგად უკვე ჯერ კიდევ 90-იანი წლების დამლევამდე აქ 12, 000-მდე ოფიციალური მილიონერი გაჩნდა.


გეითსი


ეს “მაიკროსოფტისთვის” სერიოზულ დილემად გადაიქცა: საქმე იმაში გახლდათ, რომ მის ბევრ თანამშრომელს უბრალოდ უკვე იმდენი ფული დაუგროვდა, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ფუფუნებაში სრულიად უზრუნველად რომ გაეტარებინათ, ისინი ამ ფულს მაინც ვერ დახარჯავდნენ. ამიტომ კომპანიის უამრავმა თანამშრომელმა უარი განაცხადა მუშაობაზე: მათ გაყიდეს საკუთარი აქციები, აიღეს კუთვნილი მილიონები და გავიდნენ ნაადრევ ოქროს “პენსიაზე” — შეიძინეს ულამაზეს სანაპიროებზე ზღაპრული ვილები და პარიზის და ნიუ-იორკის ფეშენებელური აპარტამენტები და დაიწყეს სრულიად უღრუბლო ცხოვრება.


ამის გამო “მაიკროსოფტს” მალე კადრების საშინელი “შიმშილი” დაეწყო, რის გამოც კომპანიის ბევრი საუცხოო პროექტი სამწუხაროდ უბრალოდ ჩავარდა და დაიხურა.


რაზე მიუთითებს ეს ფაქტი? იმაზე, რომ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს: დადებითი და უარყოფითი. იმან, რამაც თავიდან ხელი შეუწყო კომპანიის ასეთ სწრაფ წარმატებას, ბოლოს კინაღამ მისი დაღუპვა გამოიწვია.


დღეს “მაიკროსოფტი” თითქმის აღარ გასცემს თანამშრომლებზე ბონუსების სახით იმდენ აქციას, რომ ვინმე ამის შედეგად მილიონერი გახდეს. თუმცა საქმე უკვე გაკეთებულია: “მაიკროსოფტი” მსოფლიოში ჯერჯერობით ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც 12, 000 ადამიანი მილიონერებად აქცია და ჩანს ეს რეკორდი კიდევ დიდხანს დარჩება გადაულახავი.


2
35
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
35
  
2023, 4 ივლისი, 23:45
ოე ოე ჩუთლა ბელგიაშიც დაიწყო, გერმანიაში შეშინებულები არიან აქაც არ დაიწყოსო. ააა როგორ იყო რო ყვებოდი ევროპაში საამურია ცხოვრებაო. ეხლა რას ფიქრობ? უპასუხე უფროსსა!
2023, 3 ივლისი, 6:24
იასაა ჩუთლა ბათქა ბუთქი საფრანგეთში ხო არ წყნარდება ეხლა შვეიცარიშიც დაიწყო, როგორ იყო ევროკავშირში რო გვეპატიჟებოდი, გერმანიაში ხალხმა საკვებზე ეკონომიის კეთება დაიწყო მგრად უკანალისკენ აქვთ საქმე. ჰო იდეას მოქცემ დაწერე შენ როგორც იცი სირობების წერა და პუტინს დააბრალე ყველაფერი
შენი რა მიდის.
0 1 2