x
მეტი
  • 02.10.2024
  • სტატია:137389
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511343
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მიტინგი, სად გაქრა ეს ხალხი შემდგომ?

image
ეს სურათი გადაღებულია გერმანიაში 1937 წელს. ესაა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასიური მიტინგი. მიტინგი ჩატარდა ადოლფ ჰიტლერის მხარდასაჭერად.


გერმანიის ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლამ უამრავი რამ შეცვალა გერმანულ საზოგადოებაში, ჰიტლერის და მისი იდეოლოგების წყალობით გერმანელებს შთააგონეს და დააჯერეს, რომ გერმანელი ერია მსოფლიოში რჩეული ერი და ის, რომ ეს ერი, როგორც კაცობრიობის საუკეთესო რასა ვალდებულია გაწმინდოს ქვეყანა და მსოფლიო მეორეხარისხოვანი ერებისაგან.

სწორედ ასეთმა მიდგომამ და გერმანულმა ნაციონალ-სოციალისტურმა პარტიამ შექმნა მძლავრი იდეოლოგია, რომელმაც შექმნა მესამე რაიხი.


ჰიტლერის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია იქცა ნაცისტურ პარტიად, რომელმაც მოიცვა მთელი გერმანია, ნაციზმის პირველი მსხვერპლი გახდნენ ებრაელები, რომლებსაც პირველ ეტაპზე გერმანიიდან ასახლებდნენ, შემდეგ კი სპეციალურად შექმნილ ბანაკებში მათზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ გერმანელი მეცნიერები, მოგვიანებით კი ებრაელების მასიური ხოცვა-ჟლეტა დაიწყო, რაც "ბართლომეს" ღამის მოვლენებს დაემსგავსა.

ჰიტლერი მისი უერთგულესი იდეოლოგის ჰებელსის წყალობით იქცა გერმანელი ერის ბელად-დიქტატორად, რომელსაც ერი უსიტყვოდ ემორჩილებოდა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მეორე მსოფლიო ომში დამარცხებამდე.

ამ სურათზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუ რამდენი ათასი ადამიანი ესწრებოდა მიტინგს, მაგრამ ბრიტანელმა მკვლევარებმა ტერიტორიის მოცულობის და მიტინგზე მყოფი ადამიანების სიმჭიდროვის შედარებით დაადგინეს, რომ მიტინგს ესწრებოდა 700 000 ადამიანზე ოდნავ მეტი მომიტინგე, რომლებიც ადოლფ ჰიტლერს უჭერდნენ მხარს.

გაივლის წლები ამ დღიდან და იმავე გერმანელების ნაწილი, ვინც ამ მიტინგს ესწრებოდა და ომში დაღუპვას გადაურჩა განაცხადებენ: "ჩვენ იქ იძულებით მიგვიყვანეს".

imageimageimageimageimage







0
148
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
148