x
მეტი
  • 11.11.2024
  • სტატია:138181
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511939
შესაძლებელია თუ არა დაისონის სფეროს მეშვეობით მზის ენერგიის გამოყენება?

რამდენად შესაძლებელია მზის ან რომელიმე სხვა ვარსკვლავის გარშემო მეგაკონსტრუქციის აგება, რათა მისი ენერგია ეფექტურად იქნას გამოყენებული? ჟურნალისტურმა კვლევამ ცხადყო, რომ ეს სრულიად რეალისტური პერსპექტივაა.


დაისონის სფეროს გარშემო საუბრები ჯერ კიდევ 1960 წელს დაიწყო. ბრიტანელმა ფიზიკოსმა ფრიმან დაისონმა გამოთქვა ჰიპოთეზა სამყაროში ვარსკვლავების ირგვლივ არსებული მეგასტრუქტურების შესახებ, რომელთა მეშვეობით მნათობთა სიმხურვალე ელექტროენერგიად გარდაიქმნება. აღნიშნულის თაობაზე კი სამეცნიერო ჟურნალისტმა ჯეიმი გრინმა დაწერა წიგნი სახელწოდებით The Possibility of Life: Searching for Kinship in the Cosmos (სიცოცხლის შესაძლებლობა: ჩვენი კოსმოსური ნათესავების ძიება). ამ უაღრესად საინტერესო წიგნში ავტორი ცდილობს იმის დასაბუთებას, რომ დაისონის სფეროების არსებობა რეალურია.


მაგრამ აქვე არსებობს ერთი ძალიან დიდი სირთულე: იმისათვის, რათა ასეთი მეგასტრუქტურა ავაგოთ, საჭიროა იუპიტერის სიდიდის პლანეტის დანგრევა.


ჩვეულებრივ ადამიანს ალბათ მსგავსი იდეის გონებაში გავლებაც კი სიგიჟედ მოეჩვენება, თუმცა ჯეიმი გრინის წიგნს ფართო გამოხმაურება მოჰყვა ასტრონომიულ საზოგადოებაში. ბევრი ასტრონომი კოსმოსის თვალუწვდენელ სიღრმეებში დაისონის სფეროთა კვალის ძიებას აქტიურად შეუდგა.



ამ ძიების არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ მსგავსი იდეა განხორციელებადია და კაცობრიობას ის თუნდაც შორეულ მომავალში შეუძლია რეალობად აქციოს, მაშინ მსგავსი რამ ზეგანვითარებულ უცხოპლანეტელებსაც უნდა შეეძლოთ.


ოდესმე კაცობრიობა დაისონის სფეროს აგებას თუ მოახერხებს, ის კარდაშოვის შკალის მე-2 ტიპის ცივილიზაცია გახდება, რომელიც იყენებს არა საკუთარი პლანეტის მთელი ზედაპირის, არამედ საკუთარი ვარსკვლავის მთელი ზედაპირის ენერგიას.


კი მაგრამ, რისთვის არის საჭირო იმდენი ენერგია, რაც მზის სიდიდის ვარსკვლავს შეუძლია გამოყოს?


მზე ერთ წამში გამოყოფს 3, 85⋅1026 ჯოულ ენერგიას. ეს კოლოსალური რიცხვია. მსგავსი რაოდენობის ენერგია ადამიანს კაცობრიობის გაჩენის დღიდან არ გამოუყენებია.


ჰოდა, მაინც რაში უნდა სჭირდებოდეთ ზეგანვითარებული არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებს ამხელა მოცულობის ენერგია?


უპირველეს ყოვლისა, საკუთარი გარდაცვლილი წინაპრების გასაცოცხლებლად.


იმისათვის, რათა დიდი ხნის გარდაცვლილი მკვდრები გააცოცხლოთ, კვანტური სუპერკომპიუტერი დაგჭირდებათ, რომელსაც გამოთვლითი ოპერაციების ჩასატარებლად უზარმაზარი მოცულობის ენერგია უნდა მიაწოდოთ. მსგავსი ენერგია კი ახლომახლო მხოლოდ მზეს აქვს.


გარდა ამისა, შეიძლება შექმნათ ცერნში არსებულ ადრონულ კოლაიდერზე გაცილებით უფრო დიდი კოლაიდერი, რომელიც ფასდაუდებელ ინფორმაციებს მოგცემთ სამყაროს წარმოშობის ადრეული ეტაპების თაობაზე.


ბევრი ენერგიაა ასევე საჭირო ასობით მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად და მათი ცხოვრების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად. და არც შორეულ ვარსკვლავებამდე მოგზაურობა მოითხოვს ნაკლებ ენერგეტიკულ დანახარჯებს.


სფერო


0
58
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0