შოუბიზნესი ბრძოლა "ფორთოხლის კანთან": 9 ვარსკვლავი, რომელმაც ბრძოლა ცელულიტთან წააგო 2023, 21 ივნისი, 13:29 ცელულიტი, რომელიც ასევე "ფორთოხლის კანით" არის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტიკური ნაკლოვანებაა, რომლის შესახებაც ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად დუმან. მიუხედავად მათ ხელთ არსებული ყველა რესურსისა, ბევრი მათგანი მის წინაშე უძლური აღმოჩნდა. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ ცხრა ცნობილ პიროვნებას, რომელმაც ცელულიტისგან თავის დაღწევა ვერც შეძლო.ჯენიფერ ლოპესისელებრითი ფორმის შესანარჩუნებლად აქტიურ ზომებს იღებს: ის სპორტით აქტიურად არის დაკავებული, ასევე დადის აუზზე, ცეკვავს და სცენაზე ენერგიულ წარმოდგენებსაც მართავს, თუმცა დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ის მაინც ვერ აღწევს თავს აბაზარ "ფორთოხლის კანს". ჯენიფერის თქმით, ცელულიტის გაჩენა მის შემთხვევაში ორსულობასა და მშობიარობას უკავშირდება. პუერტორიკოელმა ლამაზმანმა ბარძაყებიდან მის მოსაშორებლად კოსმეტოლოგებისა და მასაჟისტთა მომსახურებასაც კი მიმართა, თუმცა უშედეგოდ, ამ ესთეტიკური პრობლემის სრულად მოგვარება მათაც კი ვერ შეძლეს.პერის ჰილტონიცელულიტი შეიძლება არა მხოლოდ ჭარბი წონის გამო გაჩნდეს, თუ კანი ელასტიურობას კარგავს და იწელება, მაშინ ბარძაყებზე ჩაღრმავებებისა და ბორცვების გაჩენა თითქმის გარდაუვალია. ამის ბრწყინვალე მაგალითია პერის ჰილტონი. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ გამხდარია, დაკავებულია სპორტით და პერიოდულად ანტიცელულიტური მასაჟის კურსებსაც გადის, ამ პრობლებისგან სრულად გათავისუფლებას მაინც ვერ ახერხებს.
რიანამსოფლიო მუსიკისა და მოდის "ხატად" აღიარებული ბარბადოსელი ლამაზმანი თაყვანისმცემლების შთაგონებას აგერ უკვე წლებია თავისი საოცარი ხმისა და სტილის გარდა, ასევე სხეულისადმი თამამი დამოკიდებულებითაც განაგრძობს. ცოტა ხნის წინ მომღერალმა წონაში საგრძნობლად მოიმატა, თუმცა ნაცვლად იმისა რომ ზედმეტი კილოგრამები მას გარეშე თვალისგან დაემალა, ის ბოდიპოზიტივის ერთგული მიმდევარი გახდა.ჰილარი დაფითავისი გულწრფელობითა და პატიოსნებით ჰილარი დაფი საკუთარ თაყვანისმცემლებში აღფრთოვანებას იწვევს. მსახიობი ნებისმიერი ფორმისა თუ წონის სხეულის სიყვარულსა და მიღებას ქადაგებს განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მას სხეულმა უდიდესი საგანძურის - ვაჟის დაბადების შესაძლებლობა განაცდევინა. სოციალური მედიის სამყაროში ვარსკვლავი საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს აზიარებს, სადაც ის თავისი ფიზიკური ნაკლოვანებების დამალვას არც კი ცდილობს.
ჯესიკა ალბაგარდა იმისა, რომ მსახიობმა მშობიარობის შემდეგ ფორმის აღსადგენად ლიპოსაქცია გაიკეთა, მან ასევე ყველა ღონე იხმარა სტრიებისა და ცელულიტისგან თავის დასაღწევად. თუმცა, ამის მიუხედავად, მან ესთეტიკური პრობლემები მაინც ვერ მოიშორა. ჯესიკა ალბა საბოლოოდ მიხვდა რომ დამღლელი და არაეფექტური ბრძოლა "ფორთოხლის კანთან" ძალისხმევად არ ღირდა და საკუთარი სხეული ყველა მისი გამოვლინებით მიიღო.ალესანდრა ამბროსიოცნობილ მოდელს მშვენივრად ესმის, რომ ფოტოები ტაბლოიდური გამოცემებისთვის საგანგებოდ მუშავდება, ამიტომ სტრიებისა და ნაკეცების დამალვის ნაცვლად, ალესანდრა მათ თავისი უნიკალურობისა და სილამაზის ნაწილად იღებს.ბელა ჰადიდიმას შემდეგ რაც ბელა ჰადიდი პაპარაცებმა "გამოიჭირეს", მთელმა მსოფლიომ მოდელის ცელულიტი იხილა. იმ დროს როცა ზოგიერთმა ჰეითერმა მოდელი კომენტარებში გააკრიტიკა, თაყვანისმცემლები მისი იდეალური ფიგურით აღფრთოვანებულნი იყვნენ, თუმცა მოდელი საკუთარ ინტიმურობას ოსტატურად მალავს და მსგავსს ფოტოებზე კომენტარს არ აკეთებს.ეშლი გრემიპოპულარული ამერიკელი პლუს-ზომის მოდელი ეშლი გრემი გოგონებს საკუთარი თავის მიმღებლობისკენ მოუწოდებს. ამ კატეგორიაში ერთ -ერთი წარმატებული მოდელი თავისი სხეულის ფოტოშოპში დამუშავების კატეგორიული წინააღმდეგია და მხოლოდ იმ კომპანიებთან თანამშრომლობს, რომელთა კონტრაქტშიც არის პირობა, რომლის მიხედვითაც მისი ფოტოები არ უნდა რედაქტირდეს.ისკრა ლოურენსიბრიტანელმა პლუს-ზომის მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ არ არსებობს დიდი წონის ადამიანი ცელულიტის გარეშე, და რომ ის საშუალო წონის ადამიანებსაც აქვთ. ასე რომ გოგონებო სანერვიულო არაფერია, "ფორთოხლის კანი" თითქმის ყველას აქვს.905 შეფასება არ არის |