x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
შოკისმომგვრელი ინდური ყოფის რეალიები: ხანდაზმული მშობლების გამოსაკვებად მსხვერპლად გაღებული სხეული

image


თუ ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანები პენსიებს მოლოდინით ელიან რომ ღირსეული დასვენება შეძლონ, სხვა ქვეყნებში პენსიონერები სიღარიბისთვის არიან განწირულნი, რაც ინდოეთში ოფიციალური სამუშაოს არარსებობით არის განპირობებული. სამხრეთ აზიაში მდებარე ამ სახელმწიფოში ადამიანების უმეტესობა იძულებულია მთელი ცხოვრება მოკრძალებულ ხელფასზე იმუშაოს. ქვეყანაში ოფიციალური სამუშაო პრაქტიკულად არ არის, და თუ არის, ასეთი ადგილის პოვნა ძალიან რთულია. ადგილობრივ მოსახლეობას უბრალოდ არ აქვს დრო, არჩიოს სად სურს მუშაობა და სად არა, და ისედაც კარგ თანამდებობაზე მუშაობის მსურველთა რაოდენობაც საკმარისია.


image


საშუალო ადამიანის ყოველთვიური შემოსავალი პირველადი საჭიროების ხარჯებს ძლივს ფარავს. ინდოელები ერთი სამსახურიდან წასვლის შემდეგ სხვა სამსახურში მალევე ეწყობიან, თუმცა ფულის დაზოგვას მაინც ვერ ახერხებენ. ინდური საპენსიო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ დასაქმების მომენტიდან ადამიანმა ამა თუ იმ საპენსიო ფონდში ფული საკუთარი უზრუნველი მომავლისთვის უნდა შეაგროვოს. ზოგიერთ ადამიანს უმართლებს და პენსიაზე გასვლისას უკვე სარეზერვო სოლიდური თანხა აქვს.


image


თუ ადამიანს არ გაუმართლა და ფონდი პირის წინაშე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, მას არაფერი რჩება. ინდოეთის მოსახლეობის უმეტესობას საკუთარი დანაზოგი არ აქვს, რადგან შემოსავალი არ ჰქონია. შედეგად, პენსიონერები საარსებო წყაროს გარეშე რჩებიან. ძალიან ხშირად მოხუცები იძულებულნი არიან ქუჩაში იცხოვრონ და იშიმშილონ. ხანდახან მათ სოციალური ფონდები და საქველმოქმედო ორგანიზაციები ეხმარებიან, თუმცა ეს დახმარებაც ყველა პენსიონერს ვერ წვდება. ადამიანების უმეტესობა იძულებულია დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ფინანსურ პრობლემებს ან დახმარებისთვის შვილებს მიმართოს.


image


მაგრამ ვინაიდან ინდოეთი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში, ახალგაზრდებს ყოველთვის არ აქვთ შესაძლებლობა თავიანთ მოხუც მშობლებს დაეხმარონ, თუმცა ახალგაზრდებს ასევე არ შეუძლიათ მათი ბედის ანაბარა მიტოვება ან მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანა, რადგან ეს ტრადიციული ოჯახისთვის დიდ სირცხვილად ითვლება. ინდოეთში მიღებულია მოხუცების პატივისცემა, თუმცა ესეც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ლიტონის სიტყვებია. ინდოეთში ქალებისთვის სამუშაოს პოვნა დიდ სირთულეს წარმოადგენს, რადგან ამ ქვეყანაში პატრიარქალური წყობა ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია.


image


ამის გამო მილიონობით ქალი იძულებულია ყველაზე არახელსაყრელ სამუშაო პირობებს დათანხმდეს ან საერთოდ საკუთარი სხეულით ივაჭროს. ასეთ პირობებში პენსიის დაზოგვა თითქმის შეუძლებელია. ზოგიერთი ქალი საცხოვრებლად "ქვრივების ქალაქში" გადადის, სადაც მათ თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფენ, თუმცა ბევრს მაინც ქუჩაში ხეტიალი და შიმშილი უწევს.


image


ინდოეთში პენსიონერები თავიათ ყოფას უკვე დიდი ხანია შეეგუვნენ, ხოლო ახალგაზრდებმა იციან რომ ქვეყანაში ძალიან მცირე პერსპექტივაა, ამიტომ ცდილობენ კარგი განათლების მიღებას, რათა საჯარო სამსახურში დასაქმდნენ ან საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავიდნენ, სადაც საკუთარი ცხოვრების მოწყობას უპრობლემოდ შეძლებენ.












0
789
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
789