სხვა ცნობილი გახდა ზვიგენების თავდასხმის მიხედვით ლიდერი - ქვეყნის ვინაობა 2023, 16 ივნისი, 17:08 საერთაშორისო უშიშროების უზრუნველყოფის ძალებმა (ISAF)ადამიანებზე ზვიგენების თავდასხმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ ამ რეიტინგში პირველ ადგილს ეგვიპტე იკავებს. გასული წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში ტურისტებზე თავდასხმის უფრო მეტი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა კურორტზე. სხვათა შორის, 2022 წელს ზვიგენები ეგვიპტის წყლებში დამსვენებლებს თავს წინა წლებთან შედარებით უფრო მეტჯერ დაესხნენ. ამასთან, მთელს მსოფლიოში ეს მაჩვენებლები პირიქით, კლებულობს. ზვიგენის თავდასხმები სხვადასხვა ქვეყნის თბილ წყლებშიც ხდება, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ეგვიპტეში მკვეთრად მაღალია.შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, ეგვიპტის ცნობილ კურორტ ჰურგადში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, ზვიგენმა რუსი ტურისტი, ვლადიმირ პოპოვი მამის თვალწინ წამებში დაგლიჯა. მამაკაცი შველას ითხოვდა, თუმცა მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 23 წლის ვლადიმირ პოპოვი რამდენიმე თვის წინ მამასთან ერთად საცხოვრებლად ეგვიპტეში გადავიდა. თავდასხმისას ზღვაში ის შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც ზვიგენისგან თავის დაღწევა მოახერხა. ზვიგენმა 23 წლის პოპოვის თითქმის სრულად შეჭმა მოასწრო და სხეული მხოლოდ დასახმარებლად დაძრული მეთევზეების ნავის გამოჩენის შემდეგ მიატოვა.
|