x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ზოგიერთი დაუჯერებელი და წარმოუდგენელი რამ, რაც საბჭოთა კავშირში ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ
საბჭოთა კავშირი გარდა იმისა, რომ როგორც მას რონალდ რეიგანმა უწოდა, “ბოროტების იმპერია” გახლდათ, იყო ამავდროულად ძალიან უცნაური სახელმწიფოც, სადაც არსებობდა ისეთი ფაქტები და მოვლენები, რის არსებობასაც სხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები ალბათ არც კი დაიჯერებდნენ. ქვემოთ რამდენიმე ასეთ ფაქტს და მოვლენას წარმოგიდგენთ:


ჭეშმარიტების ძიება შიზოფრენიის სიმპტომად განიხილებოდა


70-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირში განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებისთვის, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ “ბოროტების იმპერიაში” არსებული უმახინჯესი წყობით, შიზოფრენიის დიაგნოზის დასმა დაიწყეს. საბჭოთა ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებში შეხვდებოდით მაგ. ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა “რეფორმების არასწორი აღქმა” და “ჭეშმარიტებისთვის ბრძოლა.” ათასობით ადამიანს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იძულებით მკურნალობდნენ, რადგან ეს “შეშლილები” იმ აზრზე იყვნენ, რომ საბჭოთა საზოგადოება უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო.


ხუმარა



ხუმრობათა განყოფილება


დაუჯერებელია, მაგრამ საბჭოთა კავშირს ჰქონდა ხუმრობათა განყოფილება, სადაც კომედიურ მსახიობებს ყოველწლიურად უნდა წარედგინათ ის ხუმრობები, რომელთა წარმოთქმასაც აპირებდნენ. თუ განყოფილების თანამშრომლები უარს ეტყოდნენ, მსახიობებს უფლება არ ჰქონდათ, წარმოეთქვათ რომელიმე უარყოფილი და დაწუნებული ხუმრობა.


ორკესტრის დირიჟორობა “კაპიტალიზმის გადმონაშთად” იყო მიჩნეული


პირველი სიმფონიური ორკესტრი სსრკ-ში 1922 წელს შეიქმნა. ეს მსოფლიოში ერთადერთი ორკესტრი იყო, რომელსაც დირიჟორი არ ჰყავდა, რაც მაშინვე მოინათლა “რევოლუციურ ნაბიჯად მუსიკაში.”


სსრკ-ში ფიქრობდნენ, რომ ორკესტრში ყველა თანასწორუფლებიანი უნდა ყოფილიყო, ამიტომ დირიჟორი “კონტრრევოლუციურ” და”კაპიტალისტურ” პროფესიად ჩათვალეს, ხოლო მისი ფუნქცია პირველ ვიოლინოს გადაულოცეს, რომელიც მისთვის დაკისრებულ მოვალეობას თავის იდუმალი გაქნევით ასრულებდა.


უდირიჟორო ორკესტრები საბჭოთა კავშირში 1928 წლამდე არსებობდა. როცა დარწმუნდნენ, რომ ორკესტრის არსებობა დირიჟორის გარეშე შეუძლებელი იყო, ეს პროფესია ისევ აღადგინეს.


კალენდარი


სრულიად განსხვავებული კალენდარი


ლენინი ფიქრობდა, რომ რელიგია ყველანაირი ფორმით უნდა აღმოფხვრილიყო. ამიტომ სსრკ-ში შვიდდღიანი კვირაც პრობლემა აღმოჩნდა. ლენინს არ მოსწონდა ის აზრი, რომ ადამიანები დროს ბიბლიის მიხედვით ზომავდნენ. ამის გამო მან საკუთარი კალენდარი შექმნა, რომელსაც “მარადიული კალენდარი” დაარქვა. აღნიშნულ კალენდარში კვირა ხუთი დღისგან შედგებოდა, ხოლო თვე — ექვსი კვირისგან. გარდა ამისა, არსებობდა ხუთი ბონუსური დღეც. ყველა რელიგიური დღესასწაული გაუქმებულად გამოცხადდა. მათ ნაცვლად საზეიმო დღეებად პარტიული დღეები გამოცხადდა.


თუმცა დიდხანს არც ამ კალენდარს უარსებია. მას მალე დაემატა მეექვსე, ხოლო შედარებით მოგვიანებით — მეშვიდე დღეც.


შრომა


უმუშევრობა დანაშაული იყო


სსრკ-ში ყველა ადამიანი, ვინც არ მუშაობდა, “პარაზიტულ არსებად” განიხილებოდა. ამიტომ სამუშაოს დაკარგვა ავტომატურად დამნაშავედ გადაქცევას ნიშნავდა.


არამარტო სამუშაოს დაკარგვას, არამედ სამსახურში 20 წუთით დაგვიანებასაც კი შეიძლებოდა პატიმრად ექციეთ. რამდენიმე ხნით ადრე სამუშაოდან წასვლაც დასჯადი იყო და 4 თვით თავისუფლების აღკვეთად დაგიჯდებოდათ.


არც კი განიხილებოდა შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი თავადვე გამოგეკვებათ. საბჭოეთში სპეციალური წერილობითი დადგენილებები არსებობდა ველური ხილის, კაკლის და კენკრის შეგროვების წინააღმდეგ. სადმე ხეზე ბალს თუ მოწყვეტდით, შესაძლოა ამის გამო შრომით ბანაკში მოხვედრილიყავით.


მრისხანება


“მრისხანების მტევნები”


როცა 1940 წელს ჯონ სტაინბეკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით ფილმი “მრისხანების მტევნები” გადაიღეს, სტალინი აღფრთოვანდა. მისი აზრით, ეს საუკეთესო ანტიამერიკული პროპაგანდა იყო. ამერიკელი ღარიბი მუშების დუხჭირი ცხოვრების ისტორიას საბჭოთა ადამიანებისთვის უნდა ეჩვენებინა, თუ როგორ საშინლად ცხოვრობდნენ ჩაგრული მოქალაქეები კაპიტალიზმის პირობებში.


ფილმი საბჭოთა კინოეკრანებზე გამოვიდა სახელწოდებით “გზა მრისხანებისკენ, ” რადგან ცენზურას ორიგინალური ბიბლიური სახელწოდება არ მოეწონა. თუმცა ნაცვლად იმისა, რომ საბჭოთა მოქალაქეებს ამერიკელი ღარიბი მუშები შესცოდებოდათ, პირიქით მოხდა: საბჭოთა ადამიანებმა მათ შურის თვალით დაუწყეს ცქერა, რადგან ფილმში ნაჩვენები ამერიკელი მუშები, საშინელი სიღარიბის მიუხედავად მაინც საკუთარ ავტომობილებს ფლობდნენ, რაც სსრკ-ში მაშინ წარმოუდგენელი ფუფუნება გახლდათ.


სწორედ ამის გამო როგორც ფილმი, ასევე წიგნიც სტალინმა სასწრაფოდ აკრძალა. მშიერი მუშების ცხოვრება მეტისმეტად გლამურული აღმოჩნდა საიმისოდ, რათა ის საბჭოთა ადამიანებისთვის ეჩვენებინათ.


0
333
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0