x
image
ნინიკ
სამარხვო თაფლა-კვერი

imageსაჭირო მასალა: 1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა წყალი, 2 ს.კ. თაფლი, 1 ჩ.კ. სოდა, 2 ს.კ. კაკაო, 0, 5 ჭიქა ქისმიში, 0, 5 ჭიქა დაფქული ნიგოზი, 0, 5 ჭიქა ზეთი, 1, 5-2 ჭიქა ფქვილი, დარიჩინი – გემოვნებით, ნუში – მოსართავად.

მომზადება: პატარა ქვაბში ჩავყაროტ შაქარი, დავასხათ წყალი და ზეთი, დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ. დავუმატოთ თაფლი. მოვურიოთ, რომ შაქარი და თაფლი კარგად გადნეს. თაფლიან მასას დავაყაროთ ერთმანეთში არეული დარიჩინი და კაკაო, ნიგოზი, ქიშმიში და სოდაარეული ფქვილი. უნდა მივიღოთ სქელი არაჟნის სისქის მასა. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და გამოვაცხოთ 30-35 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაზე. მზა ნამცხვარს ზემოდან მოვაყაროთ დათლილი ნუში.

1
7171
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
7171
  
2016, 25 ივნისი, 15:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1