x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გამვლელმა ქუჩაში მიმავალი ძალიან მსუქანი ახალგაზრდა ქალი გადაიღო, მან არ იცოდა რომ ძალიან ცნობილ მსახიობს უღებდა სურათს

image
ქუჩაში გამვლელების სურათების გადამღები ფოტოგრაფი, მოყვარული თუ პროფესიონალი უამრავია მსოფლიოში, სწორედ ერთერთმა მათგანმა გადაიღო ქუჩაში მამაკაცთან ერთად მიმავალი მსუქანი, მაგრამ ძალიან ლამაზი ახალგაზრდა ქალი. ფოტოგრაფმა არ იცოდა, რომ 2000--ანი წლების ამერიკული კინოს ვარსკვლავს და მის საქმროს უღებდა სურათს.

ამერიკელი მსახიობი ამანდა ბაინსი რომელიც 35 წლისაა საქმროსთან პოლ მაიკლთან ერთად მისეირნობდა ლოს-ანჯელესში. ფოტოს დანახვამ საზოგადოება შოკში ჩააგდო, ულამაზესი მსახიობისაგან აღარაფერი დარჩენილიყო ლამაზი სახის გარდა.

ამანდა ძალიან ბევრ სტიდუასთან თანამშრომლობდა და წარმატებული მსახიობიც გახდა, მაგრამ ნარკოტიკებისადმი მისმა დამოკიდებულებამ მას ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნა, რეჟისორები უკვე უარს ამბობდნენ მის როლზე დასამტკიცებლად, არა და ადრე მსახიობს როლს როლზე სთავაზობდნენ.
ამანდას იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს ფსიქიატრიულ კლინიკაში 2014 წელს და დღემდე მშობლების მეურვეობის ქვეშაა კანონის შსაბამისად.

ამანდამ იმიჯი შეიცვალა, ტატუები გაიკეთა, თმა გადაიღბა და სხეულზეც უამრავი პირსინგი გაიკეთა.

მართალია ამანდამ თავის დროზე კარგი განათლება მიიღო, მაგრამ მისთვის დადებითი რეკომენდაციის გაწევას არავინ მოაწერა ხელი. მასთან კონტრაქტი გაწყვიტა მისმა ადვოკატმა, პრეს-მდივანმა და მდივანმა.

თუმცა ამანდამ საკუთარ თავში იპოვა ძალა და დღს უკვე რამდენიმე სტუდია ეპატიჟება საკმაოდ დიდბიუჯეტიან ფილმში მონაწილეობის მისაღებად.
იმედია ახლო წარსულის ეს ულამაზესი გარეგნობის მსახიობი მალე ჩადგება ძველ ფორმაში და კვლავ ვიხილავთ გახმაურებული ფილმების მთავარ როლებში.

ამანდამ მკურნალობის სრული კურსიც გაიარა, მოდის უმაღლესი კოლეჯიც წარმატებით დაამთავრა და ახლა მოდის მიმართულებით მუშაობს, თან ფილმში იღებენ.

imageimageimageimageimageimageimageimage
ამანდამ შესძლო საკუთარ თავში ძალების მოძიება და დღეს ასე გამოიყურება, როგორსაც სურათებში ხედავთ.









0
298
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
298