x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ექიმი არასრულწლოვან პაციენტ გოგონას ყავაში საკუთარ სპერმას ურევდა
image


ექიმი დიდი ბრიტანეთიდან პაციენტს ერთი წლის განმავლობაში ყავას თავისი სპერმით უმზადებდა.




ბრიტანელ ექიმს სასამართლოში უჩივლეს იმის გამო, რომ ერთი წლის განმავლობაში საკუთარ სპერმას ურევდა ყავაში და არასრულწლოვან პაციენტს ასმევდა . ამის შესახებ The Daily Mirror -ი იტყობინება.


16 წლის გოგონა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, იყო 55 წლის ექიმი ნიკოლას ჯონ ჩეპმენის რეგულარული პაციენტი. პირველად რაღაც უცნაური გოგონამ 2020 წელს შენიშნა, როდესაც მის მიერ შეთავაზებულ ყავას მარილიანი გემო ჰქონდა. მან სასმელი ტუალეტის ნიჟარაში ჩაასხა, რა დროსაც ჭიქის ძირში უცნაური ბლანტი ნალექი შენიშნა. ამის შემდეგ გოგონამ შეწყვიტა ყავის მიღება, რომელსაც ჩეპმენი ამზადებდა მისთვის.



მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 2021 წელს, დაინტერესდა გოგონა რის დალევინებას ცდილობდა ექიმი მისთვის, რადგან მის შარვლის ჯიბეში შენიშნა კონტეინერი, რომელშიც ჩვეულებრივ აგროვებენ სპერმის ნიმუშებს. მას შემდეგ, რაც ჩეპმენმა კიდევ ერთხელ დაუსხა ყავა, გოგონა ტუალეტში გავიდა ყავის ჭიქით ხელში. იქ მან გადაასხა სითხე და ძირში დარჩენილ ბლანტ მოთეთრო ნივთიერებას ჯერ ფოტო გადაუღო, შემდეგ კი გადაიტანა ქილაში ანალიზისთვის. სახლში მისულმა გოგონამ ყველაფერი შეყვარებულს უამბო.

image

მალე დაზარალებული პოლიციას დაუკავშირდა და ყველა მტკიცებულება ექსპერტებს გადასცა.


სასამართლო ექპერტიზის მიერ 2021 წლის სექტემბერში ჩატარებულმა დნმ-ის ტესტმა და ფინჯანის შიგთავსის სხვა ანალიზებმა დაადასტურა, რომ ის იყო სპერმა, რომელიც ჩეპმენს მიეკუთვნებოდა. მამაკაცი სომერსეტის საავადმყოფოში, სამუშაო ადგილზე დააკავეს.ცოტა ხანში ის სამსახურიდან დაითხოვეს.




დაკავების შემდეგ ჩეპმენი ბრალს არ აღიარებს. ჯერჯერობით მას ბრალი სექსუალური ძალადობის ორ ეპიზოდში ედება, მაგრამ პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2020-დან 2021 წლამდე მსგავსი ფაქტი შეიძლება ბევრად მეტი იყოს - მომზადებული სასმელების რაოდენობის მიხედვით.


მოსმენის დროს ჩეპმენმა თქვა, რომ მისი სპერმის ყავაში მოხვედრის მიზეზი შეიძლება იყოს მისი დაავადება, რომელიც მას მოზარდობის ასაკიდან აწუხებს. მისივე თქმით, ყოველ ჯერზე, როცა კუჭში გადის, მას უნებლიე ეაკულაცია აქვს და ასე შეიძლებოდა სპერმა ხელზე დარჩენილიყო და შემდეგ პაციენტის ყავაში მოხვედრილიყო.


image


"მან აღიარა, რომ მასტურბირებდა საავადმყოფოს აბაზანაში, მაგრამ ამ პროცესში მსხვერპლზე არ ფანტაზიორებდა.ის აწვებოდა ჩვენებას, რომ სათესლე სითხე შეიძლება ხელზე დარჩა და ისე მოხვდა ყავაში, თუმცა ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი ახსნა, თუ როგორ აღმოჩნდა მისი სპერმა პაციენტის სასმელში."-აღნიშნა პროკურორმა რიჩარდ პოზნერმა.

0
380
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0