x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508245
როგორ დავამზადოთ ოქრო ლაბორატორიულ პირობებში?
საუკუნეებია, რაც ოქრო — ეს ყვითელი, ბრჭყვიალა და უჟანგავი ლითონი აღაგზნებს ადამიანთა ფანტაზიას. თანამედროვე კვლევებით დადგენილია, რომ ოქროს ასაკი დედამიწის ასაკს აჭარბებს. ის მილიარდობით წლის წინ, პირველი ვარსკვლავების აფეთქების შედეგად წარმოიშვა.


შუა საუკუნეებში ალქიმიკოსები ცდილობდნენ, ოქრო ხელოვნურად ეწარმოებინათ, თუმცა ისინი ამას ვერ ახერხებდნენ. ბევრი ადამიანი მათ დასცინოდა და ფიქრობდა, რომ ოქროს დამზადება უტოპია იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, თურმე ეს სრულიად შესაძლებელია.


დღევანდელ პირობებში პლანეტაზე ოქროს მარაგები ყოველწლიურად სულ უფრო მცირდება. გარდა ამისა, იზრდება ოქროზე მოთხოვნილებაც. შესაბამისად, ოქროს საშუალო ფასი ყოველწლიურად საშუალოდ 7 %-ით მატულობს. ამიტომ რაც უფრო მაღალია ოქროს ფასი, მით უფრო იზრდება მოთხოვნა ხელოვნურ ოქროზე.


ქვემოთ წარმოგიდგენთ ორ მეთოდს, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურად ოქროს დამზადება:



ოქროს დამზადება ბაქტერიების მეშვეობით


ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოქროს ნამცეცებზე ბაქტერიები ცხოვრობენ. Cupriavidus metallidurans — ასე ეწოდებათ აღნიშნულ ბაქტერიებს. მათ ოქროს ტოქსიკური ნაერთების სუფთა ოქროს გარდაქმნა შეუძლიათ. იმისათვის, რათა მოწამვლისგან თავი დაიცვას, ბაქტერია იწყებს ბიოქიმიურ პროცესს, რითაც ტოქსიკური ნაერთებისგან სუფთა ოქროს ნანონაწილაკებს ათავისუფლებს და ერთად აგროვებს.


დასხივება ბირთვულ რეაქტორში / ნაწილაკთა ამაჩქარებელში


ასეთ დროს ოქროს დასამზადებლად ვერცხლისწყალს იყენებენ, რომელსაც ინტენსიურად ასხივებენ რადიაციული ნაწილაკებით. ამას სამეცნიერო ენაზე ოქროს სინთეზი ეწოდება. დასხივების შედეგად ვერცხლისწყალი სუფთა ოქროდ გარდაიქმნება, მაგრამ ეს მეთოდი იმდენად ძვირადღირებულია, რომ ამგვარი ხერხით მიღებული ოქრო მის მოსაპოვებლად დახარჯულ თანხებს ვერ ანაზღაურებს.


ოქროს დამზადების ყველა მეთოდი დღეს დიდი რაოდენობით ენერგიას საჭიროებს. საკუთრივ ოქროს წარმოებისთვის დახარჯული ენერგია რომ გაგვეყიდა, მასში გაცილებით უფრო მეტს გადაგვიხდიდნენ, ვიდრე მისი მეშვეობით დამზადებულ ოქროში. თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვადასხვა ლითონების ოქროდ გარდაქმნის ყველა მეთოდი მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რაც რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში ეს მეთოდები ცნობილი არ გახდება. მომავალში შეიძლება ოქროს დამზადება უმარტივესი გახდეს და ეს ძვირფასი ლითონი ყოველდღიური მოხმარების საგნად იქცეს.


ოქრო

0
193
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0