შოუბიზნესი "სახიფთო ნაზავი": 11 ვარსკვლავი, რომელთა გარეგნობაც ჩახლართული გენების შედეგია 2023, 8 ივნისი, 16:49
ცნობილი სახეები პოპულარობის შესანარჩუნებლად ყველა საშუალებას იყენებენ. ისინი საზოგადოებას თავიანთი თამამი ჩაცმულობითა და ეპატაჟური გამოხტომებით შოკში აგდებენ, თუმცა არც ზოგიერთი მათგანის ბუნებრივი სილამაზისა და ქარიზმის დავიწყება ღირს, რომელიც დიდწილად მათივე გენების დამსახურებაა. მოდით, ვნახოთ მსოფლიო შოუ - ბიზნესის რომელ წარმომადგენელს აქვს გამორჩეულად ორიგინალური წარმომავლობა და რომელი მათგანი გამოირჩევა განსაკუთრებული გარეგნობით.
შარლიზ ტერონი
მსახიობი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად არაერთხელ იქნა აღიარებული, სამხრეთ აფრიკაში დაიბადა. ის თავის სხეულის მდგომარეობას და ცივ გამოხედვას დედის ხაზით გერმანულ ფესვებს, მამის ხაზით კი - ფრანგ და ჰოლანდიელ წინაპრებს უნდა უმადლოდეს.
ჯესიკა ალბა
ლათინოამერიკელი მსახიობის მამის ნათესავები მექსიკიდან არიან. დედის მხრიდან კი მასში - დანიური, უელსური, გერმანული, ფრანგული და ინგლისური სისხლი ჩქეფს.
ევა გრინი
ფერმკრთალ და დიდთვალება მსახიობს მიმზიდველი და უნიკალური სილამაზე აქვს. ვარსკვლავის დედა საფრანგეთში საცხოვრებლად ალჟირიდან გადავიდა, მამის წინაპრები კი შვედეთიდან არიან.
ტიმოთი შალამე
ახალგაზრდების საყვარელ მსახიობს საკმაოდ ქალური და ნაზი სახის ნაკვთები აქვს, რისთვისაც ის საკუთარ მშობლებს უნდა უმადლოდეს. მსახიობის დედა წარმოშობით ებრაელია, მამა კი - ფრანგი, რომლის მშობლებიც კანადიდან და ინგლისიდან იყვნენ.
მილა იოვოვიჩი
მსახიობი სლავური წარმოშობისაა. ის კიევში დაიბადა, მამამისი ჩერნოგორიელი იყო, ხოლო ვარსკვლავის დედა, რომელიც თავადაც მსახიობია, ტულადან გახლავთ.
ზენდაია
ზენდაიას ყოველი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე ხელოვნების ნიმუშია, და ეს არა მხოლოდ სტილისტების, არამედ გოგონას მშობლების დამსახურებაა, რომლებმაც მას ასეთი უჩვეულო და მიმზიდველი გარეგნობა აჩუქეს. მსახიობის მამა აფროამერიკელი გახლავთ მაკედონიური ფესვებით, დედას კი - ირლანდიური, შოტლანდიური და გერმანული გენები აქვს.
ანჯელინა ჯოლი
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალს მამის მხრიდან გერმანული და სლოვაკური ფესვები აქვს, ხოლო ვარსკვლავის დედის წინაპრები ფრანგები, კანადელები და გერმანელები იყვნენ. სტრესმა ქალის სილამაზეზე დიდი გავლენა იქონია, მეტიც, მის ფონზე მისი ბუნებრივი ხიბლიც კი გაუფერულდა და ახლა ის თავის ასაკთან შედარებით გაცილებით დიდად გამოიყურება.
კრის ჰემსვორთი
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ავსტრალიაში დაიბადა, გარეგნობით ის ნამდვილ ვიკინგს მოგაგონებთ. მის ძარღვებში - გერმანული, ინგლისური, შოტლანდიური, ირლანდიური და ჰოლანდიური სისხლი ჩქეფს.
სკარლეტ იოჰანსონი
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაცდური ხმის პატრონი დანიელისა და ებრაელის ოჯახში დაიბადა, ხოლო მისი ბაბუა მამის ხაზით შვედი იყო.
კრისტინა აგილერა
ბუნებამ მომღერალი ეფექტური გარეგნობით დააჯილდოვა: სავსე ტუჩები, ღია ფერის თვალები და ფუმფულა ფორმები. ამ ყველაფერს კი პოპ -დივა თავის გერმანულ, ირლანდიურ და ჰოლანდიურ გენებს უნდა უმადლოდეს.
კიანუ რივზი
ჰოლივუდის ვარსვლავი რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ლიბანში დაიბადა, ესექსელი ინგლისელი ქალისა და ჰავაელის ოჯახში, რომლის გვარშიც ჩინელები, ინგლისელები და პორტუგალიელები იყვნენ.
|