x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
რა მოხდა კრამატორსკიში? — რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური და საზარელი დანაშაულის ანატომია
კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა გამაოგნებელია თავისი ცინიკურობით და სისასტიკით. თითქოს წარმოუდგენელი იყო, რომ მსგავსი სისასტიკე შეიძლებოდა 21-ე საუკუნეში მომხდარიყო, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი.


ომი


კრამატორსკიზე თავდასხმა, რომელიც ალბათ თვით Waffen SS-ის გამოცდილი ობერშტურმბანფიურერების დიდი ნაწილის მხეცურ ქმედებებსაც კი დაჩრდილავდა, 2022 წლის 8 აპრილს მოხდა. კრამატორსკი — ქალაქი, სადაც ეს ენითაუწერელი სამხედრო დანაშაული დატრიალდა, დონეცკის ოლქის შემადგენლობაშია. ის ლოსოვა-დებალზევეს სარკინიგზო ხაზზე, კიევიდან 643 კილომეტრის დაშორებით, უკრაინის დედაქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მდებარეობს. სწორედ აქ მოიყარეს თავი 8 აპრილის დილით დიდძალი რაოდენობით უკრაინელმა ლტოლვილებმა, რადგან 7 აპრილის ღამეს, პრორუსულმა ტელეგრამ არხმა, ZАПИСКИ VЕТЕРАНА-მ განცხადება გაავრცელა, რომ უკრაინელ სამოქალაქო პირებს სლავიანსკის და კრამატორსკის სარკინიგზო სადგურები შეეძლოთ საევაკუაციოდ თავისუფლად გამოეყენებინათ, რადგან რუსეთის არმია ამ სადგურებს მიზანში არ ამოიღებდა.


მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, ZАПИСКИ VЕТЕРАНА-ს ეს მოწოდება რეალურად სატყუარა ყოფილა, რათა კრამატორსკის სადგურზე რაც შეიძლება მეტი ქალი და ბავშვი შეგროვილიყო.



ომი


კრამატორსკის სადგური აღმოსავლეთის დროით 10 საათსა და 30 წუთზე, რამდენიმე “ტოჩკა უ”-ს ტიპის რაკეტით დაიბომბა.


უკრაინის ხელისუფლების ცნობით დარტყმის მომენტში სადგურის ბაქანზე 4000-მდე სამოქალაქო პირი იმყოფებოდა. ისინი საევაკუაციო მატარებელს ელოდებოდნენ.


ომი


მოგვიანებით საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო, ამბობდა, რომ მან ათამდე აფეთქების ხმა გაიგონა. სადგური რამდენიმე წამში მიწასთან იქნა გასწორებული.


ყველაზე გამაოგნებელი რაც არის, ერთ-ერთ რაკეტაზე, რომელიც ვერ აფეთქდა, მოგვიანებით აღმოჩენილ იქნა წარწერა ЗА ДEТEЙ ანუ “ბავშვებისათვის, ” რაც ნათელს ჰფენს იმ ფაქტს, რომ კრამატორსკის სადგური რუსებმა იმ წინასწარი განზრახვით დაბომბეს, რომ იქ მყოფი უკრაინელი ბავშვები ფიზიკურად გაენადგურებინათ.


საბოლოო ჯამში რუსეთის ამ გაუგონარი სისასტიკის სარაკეტო იერიშებს 57 უკრაინელი ემსხვერპლა, რომელთა უმეტესობას ქალები და ბავშვები შეადგენდნენ. 109 ქალი და ბავშვი კი დაშავდა.


ომი


უკრაინის პრეზიდენტმა მომხდარს “უსაზღვრო ბოროტება” უწოდა. ევროკავშირმა და ამერიკამ მკაცრად დაგმეს რუსეთის მიერ ჩადენილი ენითაუწერელი სიმხეცე. მომხდარს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა “კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული” უწოდა.


რუსეთმა უარყო ბრალდება მისი მხრიდან კრამატორსკის სადგურზე “ტოჩკა უ”-ს ტიპის რაკეტებით თავდასხმის შესახებ და მომხდარში უკრაინული მხარე დაადანაშაულა. 13 აპრილს კი რუსმა პროპაგანდისტებმა გაავრცელეს ყალბი ვიდეო, რომელიც “ბი ბი სის” სტილშია დამზადებული და რომელსაც ლოგო დაფარული აქვს და რომლითაც, რუსეთის მტკიცებით, უკრაინის მონაწილეობა ტერორიზმის ამ შემზარავ აქტში დასტურდება. “ბი ბი სიმ” ოფიციალურად უარყო მსგავსი ვიდეოს გადაღება მისი რომელიმე ჟურნალისტის მხრიდან. ამის მიუხედავად ეს ყალბი ვიდეო დღემდე აქტიურად ზიარდება პრორუსი პროპაგანდისტების და ტროლების მიერ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში.


არანაირ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ კრამატორსკის სადგური რუსეთმა დაბომბა. რუსეთის არის ტერორისტული ქვეყანა, რომელიც ისეთივე ულმობელი და სასტიკია, როგორც “ალ-ქაიდა, ” “თალიბანი” ან “ისლამური სახელმწიფო.” პუტინს მსოფლიომ უნდა შეხედოს, როგორც პლანეტის ნომერ პირველ ტერორისტს, რათა რაც შეიძლება მალე გავთავისუფლდეთ ამ ურჩხულისგან და დამყარდეს ნანატრი მშვიდობა.

3
184
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
184
  
2023, 8 ივნისი, 20:07
https://www.youtube.com/watch?v=1w46FH1Gb8g
2023, 8 ივნისი, 20:05
არსებობს გამოთქმა ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის, ბატონო დავით თქვენი სტატიები ჩიხუახუას ყეფას გავს. თქვენი ყეფა არც ისმის ქარავანი კი მიდის. ვისაც ჭკუა მოეკითხება და პატიოსნებაზე უარი არ უთქვამს ყველამ იცის ბუჩა კრამატორსკი და დამბა უკრაინელებოს გაკეთებულია. რატომ არ უერთდება აშშ რუსეთის ტერორისტად გამოცხადების იდეას?
იმიტომ რომ შესანიშნავად იციან ვინც არიან ტერორისტები. აშშ-მ ჩრდილოეთის ნაკადების აფეთქებაში უკრაინას დაადო ხელი. ჭუჭუმიცინე ზელენსკი იძახის არა ბატონო როგორ გეკადრებათ ეს ჩვენ არ გვიქნიაო, ხახლონაცისტებმა ააფეთქეს რუსეთის ამიაკის მილსადენი, რუსებს აბრალებენ თვითონ ააფეთქესო, რა იდიოტი ან ჩიხუახუა უნდა იყო რომ ეს დაიჯერო.

ეს აშშ-ს დაზვერვის ოფიცერია (პატიოსანი ადამიანი) მოუსმინე და და გაიგებ ვინ ააფეთქა დამბა როგორ ჩაიკუკა უკრაინელი ხახლონაცისტების შეტევამ და მთლიანად როგორ ჩაიდჟვა დასავლეთმა და ნატომ, ყეფას კი თავი დაანებე მაინც არ ისმის შენი ხმა.
2023, 8 ივნისი, 19:42
– __________
განა თანამედროვე საქართველო რა არის?!.. 300 ოჯახი ჭამს და სამი მილიონი მშიერი მიჩერებია "სლავა უკრაინეს" ჯღავილით!... ეს ხდება ქვეყანაში, რომელსაც თავისი რესურსებით შეუძლია 27 მილიონი ადამიანის გამოკვება ყოველგვარი იმპორტ-ექსპორტის გარეშე!.. აქ გაზიც არის და ნავთობიც, ოქროც და სხვა წიაღისეულიც, მთელი მენდელეევის სისტემაა!.. რა გინდა სულო და გულო - ზღვა, კურორტები, ჰაერი, წყალი და ყველა პირობა ბედნიერი ცხოვრებისათვის!.. მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც მშიერი და უბედურია!.. მაინტერესებს, ეს ოჯახმოდუდღნულები როდის ცხოვრობდნენ "ევროპის ოჯახში" - სულხან-საბას დროს თუ პარიჟანკას ბაბუის ხანაში?!.. სად მიდიხარ, სად მიეთრევი, ვის რად უნდიხარ ან რისთვის ეპატიჟები?!.. რა NATO-შმატო, გეიროპა და დეგნანის ტრიკო აგიტყდა?!.. დაეგდე რა შენთვის და შეირგე ის სიმდიდრე, რაც ღმერთს უბოძებია!.. რას უჩხიკინებ ჯოხს უკანალში დათვს, რა გახვანცალებს, რად უყეფავ, არ გიტყდება ამერიკის ჩიხუახუას როლში ყოფნა?!.. ბოლობოლო, გლობალისტების ერთიციცქნა ტიკი-ტომარა ხარ და ტვინს თუ ძალიან გაღუნავ, ის დათვი ერთი დაკვრით გაგბდღვნის და არც არავინ დაგეხმარება!.."-წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი.
0 1 3