ქალი და მამაკაცი ვიდრე სხვის გამო, საბედისწერო ნაბიჯს გადადგამთ... "სიგიჟე" და "ბრმა" სიყვარული 2023, 9 ივნისი, 14:28 უსინათლო გოგონას, იმის გამო, რომ უსინათლო იყო, საკუთარი თავი სძულდა. მას სძულდა ყველა, გარდა თავისი მეგობარი ბიჭისა, რომელსაც ის ძალიან უყვარდა და ყოველთვის მის გვერდით იყო. ერთხელ გოგონამ მას უთხრა:
– მე რომ ამ სამყაროს დანახვა შემეძლოს, ცოლად გამოგყვებოდი.
გავიდა დრო და დონორის ორგანოები გამოჩნდა. გოგონას ოპერაცია გაუკეთეს და თვალები გადაუნერგეს. როდესაც სახვევი მოხსნეს, მან ყველაფრის დანახვა შეძლო. მეგობარმა ბიჭმა პირობა გაახსენა და ჰკითხა: – როდესაც მხედველობა გაქვს, ცოლად გამომყვები? გოგონამ იქით გაიხედა, საიდანაც ნაცნობი ხმა ისმოდა და დაინახა, რომ ბიჭი უსინათლო იყო. მისმა დახუჭულმა , ის შოკში ჩააგდო. გოგონა ნამდვილად არ ელოდა, რომ ბიჭი უსინათლო იქნებოდა. იმ აზრმა, რომ მას, მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე, ამ სახის ყურება მოუწევდა, მიცემულ პირობაზე უარი ათქმევინა. და კიდევ ერთი იგავი, ბრმა "სიყვარულსა" და "სიგიჟეზე": ოდესღაც სიგიჟემ, თავისთან მეგობრები დაპატიჟა. ყველა მივიდა და დრო მხიარულად გაატარეს — იმღერეს, იცეკვეს და როდესაც ტორტი მიირთვეს, მასპინძელმა სტუმრებს დამალობანას თამაში შესთავაზა: — მე ასამდე დავთვლი, თქვენ კი დაიმალეთ. ვისაც პირველად ვიპოვი, შემდეგ ის დაიხუჭება. ყველანი დაეთანხმნენ, თამაშზე უარი მხოლოდ შიშმა და სიზარმაცემ თქვა. — ასი! — დაიძახა სიგიჟემ. — საძებნელად მოვდივარ! არხის სხვა სიახლეები:* დედამიწაზე სიცოცხლისთვის შესაფერისი გარემო მარსის ცივილიზაციამ შექმნა?* უცხოპლანეტელების მიერ გატაცებულმა მეთევზეებმა სიცრუის დეტექტორი გაიარეს...* 20 საოცარი ფაქტი ფერებსა და ელფერებზე94 3-ს მოსწონს
|