რისი კომპლექსი აქვთ ცნობილ ადამიანებს?- საინტერესო ფაქტები, რომლებიც შესაძლოა ფანებმაც კი არ იცოდნენ

მათ მილიონობით გულშემატკივარი ადევნებს თვალყურს, იმეორებენ ჩაცმულობის სტილს და მათი ქმედებები განიხილება პოპულარული ჟურნალების გვერდებზე. წარმოიდგინეთ, და ასეთ ადამიანებსაც გულის სიღრმეში, შეუძლიათ იდარდონ თავიანთი წარმოსახვით ნაკლოვანებებზე, რომლებსაც ზოგჯერ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ:
1. სანდრა ბულოკი
ოსკაროსან მსახიობს თავისი სიცილი აკომპლექსებს. მისი თქმით ეს ხმა ძალიან ჰგავს ჰიენას ღრენას ან ხვრინვას.
2. ვიქტორია ბექჰემი
თაყვანისმცემლები დევიდ ბექჰემის მეუღლეს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე უღიმღამო ვარსკვლავს უწოდებენ. ვიქტორია იმდენად უხერხულად გამოიყურება გაღიმებისას, რომ ურჩევნია საერთოდ არ გამოავლინოს რაიმე ემოცია. მომღერალი და მოდის დიზაინერი ითხოვს, რომ არ გადაიღონ ახლო კადრით, რათა მისი კანის ნაკლოვანებები არ გახდეს მედიაში განხილვის მიზეზი.
3. სკარლეტ იოჰანსონი
ერთ-ერთ ინტერვიუში სკარლეტმა აღიარა: „ჩემში განსაკუთრებული არაფერია. ნორმალური სხეული მაქვს. არ მომწონს ჩემი თეძოები და მუცელი. მეც მაქვს მსუქანი სახე და მოკლე ფეხები“. გარდა ამისა, ვარსკვლავს აქვს კომპლექსი სიმაღლის შესახებ - 160 სმ.
4. ჯულია რობერტსი
“ლამაზმანი"-ს ვარსკვლავს თანატოლები ბავშვობიდან ჩაგრავდნენ პირის ზომის გამო. მომწიფების შემდეგ გოგონამ მაინც მოახერხა ფართო ღიმილი გადაექცია მის მთავარ ღირსებად. ახალგაზრდობაში ჯულია სილამაზის კონკურსებშიც კი მონაწილეობდა, რომ მეტი თავდაჯერებულობა მოეპოვებინა.
თუმცა, დღეს რობერტსს სხვა სადარდებელი აქვს: "როდესაც სარკეში ვიყურები, ვხედავ საშინლად გამხდარ ქალს თვალების ქვეშ სიშავეებით", - ამბობს მსახიობი.
5. პენელოპა კრუსი
ესპანელი მსახიობი ძალიან განიცდის თავისი სიგამხდრის გამო. ბავშვობაში პენელოპა ბალეტს სწავლობდა, რის გამოც ახლაც წონაში მატებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ვარსკვლავმა ასევე თქვა, რომ პედრო ალმოდოვარის ფილმის „დაბრუნების“ გადაღებების დროს მას სპეციალური დასაკრავებიც კი ეცვა, რაც სწორ ადგილებში მოცულობას მატებდა. მსახიობს შედეგი იმდენად მოეწონა, რომ გადაღების შემდეგ ისინი სახლში წაიღო.
6. პერის ჰილტონი
ცნობილ დივას თავისი 41 სანტიმეტრიანი ფეხის ზომის კომპლექსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ 173 სმ სიმაღლით, ფეხის ეს ზომა აბსოლუტურად ნორმალურად ითვლება, პერისი ყველაფერს აკეთებს თავისი „ნაკლის“ შესანიღბად და ძალიან მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებს. 
7. ჯესიკა ალბა
ბავშვების გაჩენასთან ერთად ჯესიკა სულ უფრო მეტად აწუხებდა სტრიების და ცელულიტის გაჩენა. მაგრამ მსახიობისთვის კიდევ უფრო რთული მკერდის დაკარგული ფორმა აღმოჩნდა.
8. ჯენიფერ ლოურენსი
ოსკარის მფლობელმა ერთხელ აღიარა, რომ კარიერის დასაწყისში ჭარბი წონა იყო, რის გამოც კოლეგები ხშირად დასცინოდნენ გოგონას. ერთ-ერთი როლისთვის მზადებისას მსახიობს ფოტოშოპიანი სურათიც კი აჩვენეს „გაუმჯობესებული“ გარეგნობით და დაემუქრნენ სამსახურიდან გათავისუფლებით, თუ მოკლე დროში რამდენიმე კილოგრამს არ გადააგდებდა.
9. კეილი კუოკო
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ დიდი აფეთქების თეორიის ვარსკვლავს სძულს თავისი ხმა. იმისათვის, რომ არ ინერვიულს, მსახიობი უბრალოდ არ უყურებს ფილმებსა და სერიალებს, რომლებშიც ითამაშა.
10. ნატალი პორტმანი
ბევრი გოგო ოცნებობს ლოყაზე პატარა ხალის ქონაზე, აი პორტმანს კი ის სძულს და ყველანაირად ცდილობს ხოლმე მის დამალვას.
11. სელენა გომესი
მსახიობი და მომღერალი კი ყურებს მალავს ხოლმე ღონისძიებების დროს, რადგან ჰგონია, რომ ყურადღებას იქცევს.
12. ანჯელინა ჯოლი
ჯოლის სექსუალური ტუჩები თითქმის ლეგენდაა. ამიტომ, მისი კომპლექსი განსაკუთრებით უცნაურად ჟღერს. ”ვიცი, რომ ბევრი ქალი მოკლავს ჩემნაირი ტუჩების გამო, მაგრამ მეჩვენება, რომ ის მთელს სახეს მოიცავს”.
13. ლინდა ევანგელისტა
90-იანი წლების სუპერმოდელს ბავშვობაში თანაკლასელები ცხვირის გამო დასცინოდნენ. კომპლექსი სრულწლოვანობის სშემდეგაც დარჩა. სხვადასხვა წლის სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ვარსკვლავმა რინოპლასტიკა რამდენჯერმე გაიკეთა.