x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კვლევების მიხედვით, მრავალჯერადი გამოყენების ბოთლები უფრო ჭუჭყიანია, ვიდრე უნიტაზის დასაჯდომი

ხშირად, როდესაც რაღაც ბინძურზე საუბრობენ, შედარებისთვის უნიტაზის დასაჯდომს იყენებენ ხოლმე. მაგრამ, ვნ იფიქრებდა, რომ უნიტაზის დასაჯდომზე უფრო ნაკლები ბაქტერია აღმოჩნდებოდა, ვიდრე მრავალჯერად ბოთლებზე?image
ამერიკელმა წყლის გაწმენდის ექსპერტებმა შეისწავლეს მრავალჯერადი გამოყენების ბოთლები და აღმოაჩინეს საშინელი რამ. გამოდის, რომ მათ ზედაპირზე არსებობს 40000-ჯერ მეტი მიკრობი, ვიდრე ტუალეტის სავარძელზე. ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჭურჭელზე მცხოვრები ორი სახის მიკროორგანიზმი: გრამუარყოფითი ბაქტერიები და ბაცილები. პირველებს შეუძლიათ გამოიწვიონ პნევმონია, ხოლო მეორეები არღვევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.

ბაქტერიების რაოდენობა გამოთვლილია ე.წ. კოლონიის ფორმირების ერთეულებში (CFU). მრავალჯერადი გამოყენების ბოთლებისთვის, ეს მნიშვნელობა საშუალოდ შეადგენდა გრამუარყოფითი ბაქტერიების 20, 8 მილიონ CFU-ს. მაგრამ იყო ადგილები, სადაც საშიში მიკრობების რაოდენობა თავსახურზეც გადიოდა. ამ ადგილას აღმოაჩინეს 30 მილიონამდე CFU.image
ბევრია თუ ცოტა? შედარებისთვის, მეცნიერებმა მოიტანეს ტუალეტის დასაჯდომი, რომელიც გარეცხილი სარეცხი საშუალებით. იგი შეიცავდა საშუალოდ მხოლოდ 515 CFU-ს. თუკი ეს შედარება არაა საკმარისი, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ მრავალჯერად ბოთლებს აქვთ 5-ჯერ მეტი მიკრობი, ვიდრე კომპიუტერის მაუსს და 14-ჯერ მეტი, ვიდრე კატის საჭმლის თასს.image


ამ სტატისტიკის მიუხედავად, მიკრობიოლოგები ამშვიდებენ მრავალჯერადი ბოთლების მოყვარულებს. მართალია მათ თავსახურზე მეტი მიკრობია, თუმცა რაიმე დაავადების “აკიდების" შანსი არის, თუმცა ძალიან მწირე. საჭიროა მხოლოდ ბოთლის ცხელი წყლით და სარეცხი საშუალებით გარეცხვა.

0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0