x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
მერილინ მონროს სიკვდილის საიდუმლოება- 7 უცნაური და შოკისმომგვრელი თეორია ცნობილი ქერათმიანის გარდაცვალების შესახებ

image

მერილინ მონროს უსიცოცხლო სხეული, ტანსაცმლის გარეშე და არაბუნებრივ პოზაში, ტელეფონის მიმღებით ხელში, 5 აგვისტოს იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მსახიობმა თავი მოიკლა: გამომძიებლის დასკვნის მიხედვით, მსახიობმა 40-ზე მეტი ბარბიტურატის ტაბლეტი მიიღო. მაგრამ ამ დრომდე, წარმოუდგენელი თეორიები ვრცელდება საკულტო მსახიობის გარდაცვალების შესახებ. წარმოგიდგენთ ვერსიებს, რომლებიც შეთქმულების თეორეტიკოსებს შორის პოპულარობით სარგებლობს:

1. მერლინ მონრო CIA-მ მოკლა

ერთი თეორია ამტკიცებს, რომ მონრო გაანადგურა კენედის ოჯახთან მჭიდრო კავშირმა. მსახიობი CIA-მ „შეუკვეთა“, რათა შური ეძიათ პრეზიდენტ ჯონ კენედიზე კუბაში წარუმატებელი შეჭრისთვის. მაგრამ რატომ მონრო? 2003 წელს მეთიუ სმიტი თავის წიგნში “მსხვერპლი: მერილინ მონროს საიდუმლო ჩანაწერები", წერს, რომ CIA-მ იცოდა მსახიობის რომანის შესახებ ორივე ძმა კენედისთან. მისი მკვლელობით ხელისუფლებას სურდა ზეწოლა მოეხდინა პრეზიდენტზე და მის ოჯახზე. 2015 წელს სმიტის თეორია გააქტიურდა CIA-ს გადამდგარი ოფიცრის აღიარებით, რომელმაც სიკვდილის წინ აღიარა, რომ ის იყო ის, ვინც მოკლა მონრო. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ოფიცრის აღიარება უბრალოდ მისტიფიკაცია იყო ყალბი საიტისთვის.image


2. მონრო რობერტ კენედიმ მოკლა

ერთ-ერთი პირველი ვერსია, რომელიც წარმოიშვა მერილინის გარდაცვალების შემდეგ, ამბობს, რომ პრეზიდენტ კენედის უმცროსმა ძმამ, რობერტმა, თავად მოკლა მერილინი, რადგან ეშინოდა, რომ ის მათ რომანზე ილაპარაკებდა და მისი პოლიტიკური კარიერადაინგრეოდა. იგივე ვერსია გააჟღერა ფრენკ კაპელმა 1962 წელს თავის წიგნში „მერილინ მონროს უცნაური სიკვდილი“. კაპელას ვერსიას დიდი მხარდაჭერა არ მიუღია და ვნებები ჩაცხრა. მაგრამ 1973 წელს მწერალმა ნორმან მეილერმა „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ მერილინის კიდევ ერთი ბიოგრაფიის გამოქვეყნებით, სადაც ის ამტკიცებდა, რომ მსახიობი მისმა საყვარელმა, სენატორმა რობერტ კენედიმ მოკლა.

მეილერს არ ჰქონდა დამაჯერებელი მტკიცებულება, მაგრამ გახმაურებულმა რეკლამამ იმუშავა - წიგნი გიჟური ტირაჟით გაიყიდა. ორი წლის შემდეგ ამ თეორიის კიდევ ერთმა მიმდევარმა, ჟურნალისტმა ენტონი სკადუტომ დაწერა სტატია. ერთდროულად რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, მან განმარტა, თუ რატომ მოკლა კენედიმ მონრო. მისი აზრით, მსახიობმა ძალიან ბევრი პოლიტიკური საიდუმლო იცოდა და ინფორმაციას საიდუმლო დღიურში წერდა.image

3. მონროო რობერტ კენედიმ მოკლა, მაგრამ სხვისი დახმარებით

კიდევ ერთი თეორია წამოაყენა „ყვითელმა“ ჟურნალისტმა ენტონი სამერსმა, რომელმაც 1985 წელს დაწერა წიგნი „ქალღმერთი. მერილინ მონროს სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოებები." ავტორი ამტკიცებს, რომ რობერტ კენედი ხელს უწყობდა მერილინის მავნე ჩვევებს. მეტიც, საძილე აბების ბოლო, საბედისწერო დოზაზე პოლიტიკოსმა პირადად იზრუნა. სამერსის თქმით, პრეზიდენტს ეშინოდა, მერილინს რამე რომ ეთქვა მათი რომანის შესახებ და ამიტომ, სიძე პიტერ ლოუფორდთან ერთად, მოაწყო დოზის გადაჭარბება. ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ ჯ. ედგარ ჰუვერი, რომელიც მსახურობდა FBI-ს დირექტორად, დაეხმარა ყველაფრის თვითმკვლელობად გასაღებაში.

სამერსის თეორიას ამყარებს მონროს დიასახლისი იუნის მიურეი, რომელმაც პირველად აღმოაჩინა მსახიობის ცხედარი. ჟურნალისტთან ინტერვიუში მიურეიმ აღიარა: „ოჰ, რატომ უნდა გავაგრძელო ამის დაფარვა? რა თქმა უნდა, ბობი კენედი იქ იყო და, რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ რომანი“.image

4. მერილინი შემთხვევით მოკლეს მისმა ექიმებმა

კიდევ ერთი წიგნი მერილინ მონროს სიცოცხლესა და სიკვდილზე დაიწერა დონალდ სპოტომ 1993 წელს. ავტორის თქმით, მონრომ მოატყუა ექიმები მისი მკურნალობის შესახებ, რის შედეგადაც მას მედიკამენტების არასწორი დოზა დაუნიშნეს. იმავე დიასახლისის, იუნის მიურეის დახმარებით, მერლინის სიკვდილი თვითმკვლელობად შეფასდა. პოლიციის ანგარიშებისა და დიასახლისის განცხადებების მიუხედავად, სპოტოს ვერსიამ მცირე მხარდაჭერა მიიღო და უარყოფილი იქნა.image

5. მონრო მოკლეს იმიტომ, რომ უცხოპლანეტელებზე ზედმეტად ბევრი იცოდა

მერილინ მონროს სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ვერსია წამოაყენა არამიწიერი შეთქმულების თეორეტიკოსმა დოქტორ სტივენ გრირმა. ის ამტკიცებს, რომ მონრომ ძალიან ბევრი იცოდა ... უცხოპლანეტელების შესახებ. თავის ფილმში The Uncognized გრირმა განაცხადა, რომ მერილინი გეგმავდა საიდუმლო ინფორმაციის მოყოლას 1947 წლის როსველის ინციდენტის შესახებ (აშშ-ში, ნიუ-მექსიკოში, ქალაქ როსველთან უცნობი მფრინავი ობიექტის სავარაუდო ჩამოვარდნა). საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის შესაჩერებლად, CIA-ს ოფიცერმა საშიში ქერა თვითმკვლელობის ინსცენირებით მოიშორა.image

6. მონრო მაფიამ მოკლა

1982 წელს კერძო დეტექტივმა მილო სპერილომ გამაოგნებელი განცხადება გააკეთა: მისი თქმით მონრო მოკლეს პროფკავშირის ლიდერმა ჯიმი ჰოფამ და ჩიკაგოს ბანდის ბოსმა სემ ჯიანკანამ. სპერილო თავის თეორიას დეტალურად განმარტავს წიგნში “მერლინ მონროს მკვლელობა: საქმე დახურულია". საეჭვო მტკიცებულებების მიუხედავად, დეტექტივის წიგნმა გამოიწვია მერილინის სიკვდილის საქმის ხელახალი გახსნა. თუმცა, ახალი გამოძიების შემდეგ, ლოს-ანჯელესის რაიონულმა პროკურორმა საქმე დახურა: სპერილოს თეორია არ დადასტურდა.image

7. მერილინ მონრო მაფიამ მოკლა ძმები კენედების დაკვეთით

2012 წელს ბიოგრაფმა დარვინ პორტერმა დაწერა წიგნი “მერილინი: ცისარტყელას დასასრული", სადაც მან თქვა, რომ მსახიობი მოკლა ბანდის ბოსმა სემ ჯაანკანამ ერთ-ერთი კენედის ბრძანებით. პორტერი თვლის, რომ მონრო პრეზიდენტთან და მის ძმასთან რომანებზე აპირებდა საუბარს, კენედის ოჯახი კი ამას უბრალოდ ვერ დაუშვებდა. პორტერი წერს, რომ მონროს სახლში სულ მცირე ხუთი მაფიოზი შევიდა, გოგონა ქლოროფორმით გათიშეს, შემდეგ ბარბიტურატებით გაჭყიპეს და საძინებელში გადაიყვანეს.image






0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0