x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცეცხლოვანი პლაზმის ძაფები და დედამიწის ზომის ლაქები: მზის ახალი ფოტოები
გამოჩნდა მზის ახალი და საოცარი ფოტოები, რომლებზეც საოცარი მომენტები ჩანს. ისინი მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ტელესკოპითაა გადაღებული.


image

ახლა კაცობრიობას შეუძლია დაინახოს, რომ მზის ფოტოებზე ჩანს დედამიწის ზომის ლაქები და ცეცხლოვანი პლაზმის ძაფები. ამ ფოტოებმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.


მზის წარმოუდგენელი დეტალები

image


თუ არ იცით, რომ ფოტოზე მზეა გამოსახული, შეცდომით შეიძლება იფიქროთ, რომ ახლოდან შოკოლადი ფიჭის შიგთავსით გადაღებულია. ეს მზის ზედაპირის ფოტოებია. მასზე წარმოუდგენელი დეტალები ჩანს. მძლავრი ტელესკოპი აჩვენებს საოცარ მზის ლაქებს, რომელთა ზომა ჩვენს პლანეტას ბევრად აღემატება. გასაკვირია არა მხოლოდ თითოეული ლაქის ზომა, არამედ ის, რომ ზოგიერთს ამაზრზენი სახის ფორმა აქვს.


უნიკალური კადრები

image

მეცნიერების მოსაზრებით, მძლავრი ტელესკოპით გადაღებული ფოტოები უნიკალურია, რადგან მეცნიერებას განვითარებაში ეხმარება. ასე შესაძლებელია გავიგოთ, როგორია მზის მაგნიტური ველი და რა ძალას ფლობს მზის ქარიშხალი. ცნობილია, რომ ეს ტელესკოპი ჰავაის კუნძულ მაუიზე მდებარეობს.


image

ახალი ტელესკოპის წყალობით მზის ზედაპირიდან უფრო ზუსტი მონაცემების შეგროვება შეიძლება, ხოლო დეტალიზაცია მეცნიერებას საშუალებას აძლევს განვითარდეს და ახალი და ახალი რამ აღმოაჩინოს.


მზის მრავალფეროვანი ზედაპირი

image

მზე, დედამიწისგან განსხვავებით, მზის სისტემის ვარსკვლავია, ხოლო წონით ჩვენს პლანეტაზე 333 000–ჯერ დიდია. ეს ვარსკვლავი თითქმის სამი მესამედით წყალბადისგან შედგება. მზეს ყვითელ ჯუჯასაც უწოდებენ. მისი ზედაპირი ადამიანს ყოველთვის აინტერესებდა. მზის შესწავლა დიდი ხანია მიმდინარეობს.


image

ახლა წარმოდგენილია ახალი ფოტოები, რომლებიც აჩვენებს არა მხოლოდ ყვითელი ჯუჯის ზედაპირის მშვიდ ადგილებს, არამედ სხვადასხვა ლაქას, რომელიც ზედაპირზე ბნელ და გრილ ადგილებს აჩვენებს. არსებობს ვარაუდი, რომ ასეთი ლაქები ფეთქებადი ფენომენების წყაროა, რომელიც მასის გადმონთხევის შედეგად წარმოიშვა.


image

მეცნიერების მტკიცებით, ასეთი ამოფრქვევები გავლენას ახდენს არა მხოლოდ მზეზე, არამედ მის ატმოსფერულ ფენაზე, ჰელიოსფეროზე, ასევე ჩვენს პლანეტაზე.


image

ფოტოებზე ნათლად ჩანს მზის მშვიდი რეგიონები, რომლებიც შედგება ცხელი პლაზმის გრანულებით სავსე უჯრედებისგან, რომელიც ზემოთ ამოდის. მის გარშემო ყველგან მუქი ზოლებია. ეს უკვე ცივი პლაზმაა, რომელიც ქვევით მშვიდად ეშვება.


image

ფოტოებზე ჩანს ატმოსფერული ფენაც, რომელიც ფოტოსფეროს ზემოთ მდებარეობს. მასში კარგად ჩანს ბოჭკოები, რომელსაც მუქი ფერი აქვს. ისინი ჩნდება იმ უბნებიდან, სადაც მაგნიტური ველი გროვდება.


image

კვლევა დასრულებული არაა. მალე შეიძლება ახალი და საინტერესო შედეგი გამოჩნდეს, რომელიც მთელ მსოფლიოს ისევ გააკვირვებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. დღისით იტენება, ღამით რგავს: ავტონომიური რობოტი უდაბნოს გასამწვანებლად

2. პარიზის ზოოპარკში ახალი ცხოველი ჰყავთ: „წვეთი“, რომელიც ინტელექტით გამოირჩევა

3. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია

4. სხეულმა იცის როდის ახლოვდება სიკვდილი - ყველაფერი ცხვირიდან იწყება

5. რობოტი-ფუტკარი: მეცნიერების ახალი გამოგონება, რომელსაც ყვავილების დამტვერვა შეუძლია

6. მაგნიტივით მოქმედებს: რობოტი თევზი, რომელიც წყალს მიკროპლასტმასისგან წმენდს

0
103
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
103