x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136060
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510321
10 კლიშე ფილმებიდან, რომლებიც დროა, რომ ბოლოს და ბოლოს დაივიწყონ

image
ფილმის ყურებისას ალბათ გაგჩენიათ კითხვა, “რატომ გამოიყურება ეს ასე არარეალისტურად?" და არა, აქ საუბარი არაა ფანტასტიკის ჟანრზე. რომანტიკულ კომედიებში და მელოდრამებში ხშირად ნახავთ ისეთ სცენებს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში თითქმის წარმოუდგენლად ჩანს:

1. როდესაც საჭმელს გაშლილი თმებით ამზადებენ

ქალებისთვის ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, მითუმეტეს გრძელი თმის შემთხვევაში. ალბათ, მამაკაცი რეჟისორები ვერც კი გაიგებენ, რამდენად აბსურდულად ჩანს ხოლმე ეს კადრები.image

2. მარტივად დარბიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით

ფილმებში ქალებს ყველაფერი შეუძლიათ. შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში იარონ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, ისე რომ დისკომფორტი არ იგრძნონ და თუკი საჭიროება მოითხოვს, ირბინონ კიდეც.image

3. როდესაც სრული მაკიაჟით და ვარცხნილობით იღვიძებენ

კიდევ ერთი მომაბეზრებელი კლიშე, რომელიც მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს. დილით გოგონა იღვიძებს კარგ (!) ხასიათზე, თვალის ჩრდილებით, ტუშით ტუჩსაცხით და იდეალური ვარცხნილობით... ოდესმე თუ შეგხვედრიათ რეალობაში ასეთი რამ?image

4. მილიარდერებს ჩვეულებრივი გოგონები უყვარდებათ

როდესაც ყველაზე “ჩვეულებრივი" გოგონები ერთდროულად უყვარდებათ მილიარდერებს, პრინცებს, მდიდარ მემკვიდრეებს და ა. შ. გარდა ამისა, ეს გოგონები ადვილად ეხმარებიან თავიანთ რჩეულებს რჩევებით, რომლებიც ისედაც თვალსაჩინოა, მაგრამ მამაკაცები ხომ თავად ვერ ხვდებიან.image

5. კატაკლიზმის შემდეგაც კი იდეალური ვარცხნილობა აქვთ

ბუნებრივ კატაკლიზმებს, გოძილას თავდასხმას თუ მანიაკის აკიდებას ფილმებში იშვიათად შეუძლია მთავარი გმირების ვარცხნილობის გაფუჭება, მეტიც, მათ შეიძლება ტანსაცმელიც კი არ დაესვაროთ, ნაკაწრებზე და დაზიანებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.image

6. ორსულები ყოველთვის სწრაფად ღვრიან წყლებს, სწრაფადვე მშობიარობენ და უმოკლეს დროში თავს კარგად გრძნობენ.

თუ ფილმის გმირი ორსულია, მაშინ თითქმის ყოველთვის უნდა ელოდოთ, რომ ის წყლებს მოულოდნელად დაღვრის, შემდეგ ქალი ისევე სწრაფად იწყებს მშობიარობას და მაყურებელს თვალის დახამხამების დრო არ აქვს, რადგან ბავშვს უკვე ხელში აწვდიან. ისე, ჟანრის კლასიკაა -მშობიარობიდან რამდენიმე წუთში ქალი დასვენებულად და მშვიდად გამოიყურება.
სინამდვილეში, ქალები ყოველთვის ვერც კი იგებენ, ღვრიან თუ არა წყლებს. ბავშვის დაიბადებამდე კი გადის მრავალი საათი, რის შემდეგაც ცოტა ადამიანი გამოიყურება ისე, როგორც პროცესის დასაწყისში.image

7. სათვალის მოხსნას და ვარცხნილობის შეცვლას ყველაფერი შეუძლია

ბევრ ფილმში შეხვდებოდით პერსონაჟბს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თავიანთი გარეგნობა არ ადარდებთ, არ უვლიან კანს, თმას, არ აინტერესებთ ჩაცმულობა... მაგრამ როდესაც “უწევთ" შეცვლა, უმარტივესად ხდებიან ლამაზმანები და ყველასთვის სასურველები.image

8. მშვენივრად გამოიყურებიან სპორტდარბაზში

როგორც წესი, სპორტდარბაზში შესვლისა და გასვლისას კინოგმირი შესანიშნავად გამოიყურება. ლამაზი თმით და მაკიაჟით. ვარჯიშის დროსაც ისეთივე კარგია, დაღლილობისგან ფერსაც კი არ იცვლის, ხოლო თუ გოგონა მეგობართან ერთად მიდისსპორტდარბაზში, მაშინ ვარჯიშის დროს მათ მაინც ექნებათ დრო, განიხილონ ყველაფერი მსოფლიოში და არც კი ამოისუნთქონ. image

9. არაჯანსაღად იკვებებიან ყოველ დღე და მაინც იდეალური ფორმები აქვთ

ფილმის გმირები მუდმივად დაუდევრად მიირთმევენ პიცას საწოლში ან ჰამბურგერს ლანჩზე. დესერტად კი უმატებენ ნაყინის დიდ პორციას ამავდროულად, ისინი არასოდეს უჩივიან ჯანმრთელობას და ყოველთვის საოცრად გამოიყურებიან: კანის შეშუპება, კუჭისა და ძილის პრობლემები არ აწუხებთ. image

10. ქორწილში აურზაურს აწყობენ

ფილმებში ხშირად გვხვდება სცენა, სადაც პატარძლის თაიგულის დაჭერის გამო აყალმაყალი იწყება, თუმცა რეალობაში, მსგავს სცენას ხშირად ნამდვილად ვერ იხილავთ. image





0
677
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
677
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0