x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
იტალიაში იპოვეს ხიდი, რომელიც ჯოკონდას უკან იმალება
image

გამოდის, რომ ხელოვნებათმცოდნეები დიდი ხანია კამათობენ იმაზე, თუ სად მდებარეობს ხიდი ლეონარდო და ვინჩის ნახატიდან "მონა ლიზა" (იგივე "ჯოკონდა"). ისე შეგიძლიათ დადოთ ნიძლავიც, რომ ბევრმა არც კი იცის, რომ ამ პორტრეტში არის ხიდი.


ბოლო დრომდე იყო რამდენიმე ვერსია, მაგრამ ამ წლის მაისში, ისტორიკოსმა სილვანო ვინჩენტიმ განაცხადა, რომ მან დანამდვილებით გაარკვია, რომ აქამდე ყველა ცდებოდა. მისი თქმით, სინამდვილეში, ეს არის ეტრუსკულ-რომაული ხიდი "Romito di Laterina", რომელიც მდებარეობს, შესაბამისად, ლატერინას მუნიციპალიტეტში. საინტერესოა, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მეცნიერი აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ხიდს ჰქონდა ოთხი თაღი (ახლა მისგან მხოლოდ ერთია შემორჩენილი, ხიდი ფაქტობრივად დანგრეულია), ხოლო "კონკურენტებს" - ბობიოს ხიდს პიაჩენცას პროვინციაში და ბურიანოს ხიდს არეცოში - ორივეს ექვს-ექვსი თაღი აქვს.


მართალი გითხრათ, სურათზე არ ჩანს რამდენი თაღი აქვს ხიდს - ხიდის ნაწილი ჯოკონდას ფიგურის მიღმა იმალება, მაგრამ ადრე სურათს ისე "მიახატეს", რომ ეჩვენებინათ, რომ თითქოს ბევრი თაღია.


image

ახლა შემოთავზებულია ვერსია, რომ მეცნიერები ცდებოდნენ. ცნობილია, რომ აღმოჩენა კვადროკოპტერის მიერ გადაღებული ფოტოების წყალობით მოხდა., შესაძლებელი გახდა ორი კლდის დაფიქსირება რომიტოს ხიდის მარცხენა და მარჯვენა მხარეს და მდინარე არნოს დინების კურსი, როგორც ეს გამოსახულია მონა ლიზას ნახატზე.


ხიდის ვირტუალურმა რეკონსტრუქციამ, მდინარე არნოს სიგანის გათვალისწინებით, რომელზეც ხიდი იყო გადებული, შესაძლებელი გახადა, ევარაუდათ, რომ ხიდს ოთხი თაღი ჰქონდა - ასეთი დასკვნა გაკეთდა, ნაპირიდან ნაპირზე შემორჩენილი თაღის ზომის შედარებით.

image

გამოქვეყნებული კვლევა ასევე შეიცავს მითითებებს დოკუმენტებზე, რომლებიც მიუთითებენ, რომ რომიტოს ხიდი აქტიურად გამოიყენებოდა ლეონარდო და ვინჩის დროს, უფრო მეტიც, თავად მხატვარი მუშაობდა ამ მხარეში სწორედ იმ პერიოდში, როდესაც შეიქმნა ეს შედევრი.


სავსებით მოსალოდნელია, რომ სილვანო ვინჩენტის მისამართით გაისმეს კრიტიკა და ბრალდებები, რომ ის უბრალოდ მოელაპარაკა ადგილობრივ ხელისუფლებას და ცდილობს მიიზიდოს ტურისტები ამ რეგიონში, რომელიც ამის გარეშე არავის აინტერესებს.


image

დიახ, სწორედ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოაწყო სპეციალური პრესკონფერენცია „ისტორიული აღმოჩენის“ შესახებ. იქ გაჟღერებულის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არავინ მალავს, რომ ნამდვილად იმედოვნებენ, რომ ეს სიახლე რეგიონში ტურისტებს მოიზიდავს, მართლაც ბევრს დააინტერესებს ნახოს ის ადგილები, რომელიც ლეონარდო და ვინჩიმ ნახატზე დააფიქსირა.


image

0
378
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0