x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136045
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510305
10 წელი ტერორისტული აქტიდან, სადაც 7 ქართველი სამხედრო დაიღუპა
image

10 წლის წინ, 2013 წლის 6 ივნისს, საღამოს საათებში, ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზაზე თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც ტერორისტმა ბაზასთან სატვირთო მანქანით თავი აიფეთქა.


თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზაში შესვლა ვერ მოახერხა და ბაზის პერიმეტრთან მოახდინა სატვირთო მანქანის აფეთქება, მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა.


ეს ქართველი სამხედროების ყველაზე დიდი მსხვერპლია რომელიც ერთ ცალკე აღებული ინციდენტის დროს მოხდა ავღანეთში.



ამ ბოლო ინციდენტის შედეგად ISAF–ის მისიაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.


სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ანალოგიური ინციდენტის დროს 2013 წლის 13 მაისს მას შემდეგ, რაც ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში განახორციელეს.



ეს იყო უპრეცენდენტო ტერორისტული აქტი, რომელიც თავისი მასშტაბებით ყველა წინა თავდასხმას აღემატებოდა. ტერაქტის დროს გამოყენებული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება.


ტერორისტულ აქტს შეეწირნენ:კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე (25 წლის); კაპრალი გიორგი ადამოვი (23 წლის); პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი (32 წლის); რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი (26 წლის); კაპრალი ბორის ცუგოშვილი (29 წლის); პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი (22 წლის); პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (21 წლის, ამ უკანასკნელის ცხედარი ნანგრევებში აღმოაჩინეს).

image

ქართველებს ჰელმანდის პროვინციაში სამი ბაზა ჰქონდათ დაკავებული, ყველა პროვინციის ჩრდილოეთით, სადაც თალიბები თავიანთი პოზიციების დასაბრუნებლად გააფრთრებით იბრძოდნენ ნოუ ზადისა და მუსა ქალას რაიონებში, ასევე სანგინის მახლობლად.


საქართველომ პირველად თავისი სამხედროები ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის 2004 წელს გაგზავნა. მაშინ 50 ჯარისკაცი ხანმოკლე ვადით მსახურობდა გერმანული სარდლობის ფარგლებში, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.



საქართველო სამხედრო ძალების კონტრიბუტორი ყველაზე მსხვილი ქვეყანა გახდა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის მას შემდეგ, რაც 2012 წლის შემოდგომიდან თავისი სამხედროების რაოდენობა თითქმის გააორმაგა, რის შედეგადაც მათმა რიცხვმა 1 560–ს მიაღწია.

0
245
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0