x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
"ქოცმედია გვიმალავს, მაგრამ..."- რა ინფორმაციას ავრცელებს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და უახლოესს მომავალში მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას პროგნოზირებს:


"სულ უფრო ხშირად მხვდება წუწუნი, რომ აღარ იჯავშნება ბინები და სასტუმროები, ტურისტები აღარ არიან, მათ შორის არც რუსები და არც სხვა. არადა რა ადვილად პროგნოზირებადი იყო ეს ამბავი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როცა ღარიბაშვილი ოქროს მთებს დაგპირდათ რუსეთთან ჩახუტებით და ოქროს მდინარეებს.


ვისაც რაიმეს შექმნა, ფულის შოვნა შეეძლო და ვინც იდეაში მოგზაურობით იყო დაინტერესებული, უკვე ჩამოსახლდა აქ, ან სხვაგან გადასახლდა რუსეთიდან. ბინები იქირავეს გრძელვადიანად ან იყიდეს, აქაურ შრომის ბაზარზეც ჩაგვეზიარნენ და ბიზნესშიც.


ვინც რუსეთში ჩარჩა რა ემოგზაურება? რეალურად სანქციებმა დააქცია რუსეთი, ათობით ათასი ადამიანი უმუშევრად არის დარჩენილი, ათობით ათასი ომში წათრეული, საშუალო ფენა, რომელიც იდეაში აქ ჩამოდიოდა, გაკოტრებულია ფაქტიურად. ქოცმედია კი გვიმალავს, მაგრამ სრული დეპრესია, უიმედობა და მომავლის შიშია რუსეთში. ვინ ჩამოვა და ვინ დახარჯავს აქ ფულს?


ახლა სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, ვინ ჩამოვა ქვეყანაში, სადაც იმაზე ძვირია ყველაფერი, ვიდრე მსოფლიოს უძვირეს ქვეყნებში? (და ეს გაძვირებაც რუსებმა წაახალისეს აქ სხვათა შორის) სადაც დაუცველი ხარ, სადაც ავტორიტარული რეჟიმია, სადაც რუსეთის უკანა ეზოა, სადაც ყველა ფეხის ნაბიჯზე რუსი ბლატაობს? ასე ჩამოიქცევა ოქროს კოშკები, ღარიბაშვილი რომ დაგპირდათ.


ჯერ სად ვართ! ყველაზე ცუდი წინ გველის. გაკოტრებული და გაღატაკებული რუსეთისგან მარტო ქოცელიტა იხეირებს თავისი “შავი კანალებით“. დანარჩენები კი ვისხდებით ასე, როგორც რუსები იტყოდნენ у разбитого корыта."- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.








0
601
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
601