x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
9 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდება: რაზე ისაუბრებენ მხარეები?


9 ივნისს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს დე იურე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.


აღნიშნული შეხვედრა ბერლინში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.


ეს დახურული ფორმატის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იქნება, რის შემდეგაც ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია არ გაიმართება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრას სერიოზული ზეგავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის მომავალზე, მის მიმართ ყურადღება ძალიან დიდია და საერთაშორისო პოლიტიკის უამრავი მიმომხილველი გამოთქვამს თავის მოსაზრებებს მის თაობაზე. მეც, მიუხედავად იმისა, რომ ამ დარგის სპეციალისტი არ გახლავართ, გავკადნიერდები და ჩემ საკუთარ ხედვას შემოგთავაზებთ.


მოდით, მოვლენებს თანმიმდევრობით მივყვეთ და თავდაპირველად გავიხსენოთ გერმანიის “მწვანეთა პარტიის” ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოში. ეს ვიზიტი თავისი არსით სკანდალურიც აღმოჩნდა, რადგან არც საქართველოს ფორმალური პრემიერი და არც საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოსულ ბერბოკს აეროპორტში არ დახვდნენ.



ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ პრემიერი რანგით უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე საგარეო საქმეთა მინისტრი და ამიტომ ღარიბაშვილის მიერ ბერბოკისთვის აეროპორტში დასახვედრად დროის ვერგამონახვა გასაკვირი არ იყო, მაგრამ შეგახსენებთ, რომ გერმანია არის 84-მილიონიანი ქვეყანა, რომელსაც მართავს კოალიციური მთავრობა, სადაც “მწვანეებს” ყველაზე საკვანძო თანამდებობები უკავიათ და შესაძლოა ფორმალურად ბერბოკი არ არის გერმანიის კანცლერი, მაგრამ მას აქვს უზარმაზარი გავლენა და არათუ 4-მილიონიანი საქართველოს, არამედ ომში მყოფი 40-მილიონიანი უკრაინის პრეზიდენტიც კი მას ყოველთვის ხვდება აეროპორტში და მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება საპატიო დახვედრა მოუწყოს. ამიტომ ძალიან დიდი უპატივცემულობის გამომხატველი იყო, არც ღარიბაშვილი და არც მინისტრი დარჩიაშვილი ბერბოკს აეროპორტში რომ არ დახვდნენ. ეს იყო მესიჯი. ეს მესიჯი კი ნიშნავდა შემდეგს: “არ გვაინტერესებს ევროკავშირი და ნატო. ჩვენ კადიროვის და პუტინის მონები ვართ!”


გარდა ამისა, ჩანს, ბერბოკმა საქართველოში ვერ მოისმინა პასუხი თავის მთავარ შეკითხვებზე და არც იმაში არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს არაფორმალურმმა მმართველმა მისი პირით გაჟღერებული გზავნილებიც სწორად გაიგო. ამიტომ 9 ივნისს შოლცი უკვე ბევრად უფრო პირდაპირი და ნაკლებად დიპლომატიური იქნება და დაუფარავად ეტყვის ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მის არაფორმალურ ბოსს, ბიძინა ივანიშვილს, დასავლეთი ქართველი ერის 89 %-ის სულში ჩაფურთხების და ამ 89 %-ის ნების საწინააღმდეგოდ საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის ნებას არ მისცემს.


არ არის გამორიცხული, რომ პირდაპირ იყოს საუბარი სანქციებზე და იმ სხვა უამრავ ბერკეტზე, რასაც დასავლეთი მიმართავს, თუ საქართველოს ხელისუფლება ღიად პრორუსულ კურსს აირჩევს.


დასავლეთს საქართველოში გავლენის იმაზე გაცილებით უფრო მეტი ბერკეტი რომ აქვს, ვიდრე რუსეთს, ეს 7-9 მარტის აქციებმაც ნათლად დაადასტურა. დასავლეთი აქ ათწლეულების მანძილზე მუშაობს და ჩვენი ქვეყანა მართალია, ჯერჯერობით სამწუხაროდ არ არის ევროკავშირის და ნატოს წევრი, მაგრამ დასავლური სამყაროს ნაწილი უკვე არის. ამიტომ ასეთ ქვეყანაში საგარეო კურსის იმგვარი ცვლილება, რომ ეს ქვეყანა, მოსახლეობის 89 %-ის ნების საპირისპიროდ, ერთ დღეს აიღო და ჭიკარტით რუსეთის რუკაზე მიაკრა, არის ფანტასტიკის სფეროდან.


რას ეცდება ამ შეხვედრის შემდეგ ივანიშვილი?


ივანიშვილი, გამომდინარე მისი არცთუ სახარბიელო ინტელექტუალური მონაცემებიდან, ჩვეულებისამებრ ვერ გაიაზრებს, თუ რამხელა შარშია და შეეცდება, რომ კვლავაც დაიტოვოს სივრცე ლავირებისთვის და საქართველო ისეთივე ცოცხალმკვდრულ მდგომარეობაში დატოვოს, როგორც ჩვენ ვართ ბოლო 11 წლის მანძილზე, როცა არც მთლად დასავლეთი ვართ და არც მთლად რუსეთი და როცა დიდად არც ევროკავშირს და ამერიკას ეცალათ ჩვენთვის. მაგრამ შოლცი ღარიბაშვილს ახლა პირდაპირ ეტყვის, რომ ეს დრო დამთავრდა.


მე ვფიქრობ, რეალურად საქართველოს ხელისუფლებას წილი უკვე დიდი ხანია ნაყარი აქვს რუსეთის სასარგებლოდ. ამიტომ მეეჭვება, შოლცთან ღარიბაშვილის შეხვედრამ ჩვენი არაფორმალური მმართველის პრორუსულ პოლიტიკაში რამე არსებითად შეცვალოს. შეიცვლება მხოლოდ ის, რომ დასავლეთი უკვე პირდაპირ მოქმედებებზე გადავა ქართველი ერის დასახმარებლად. მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს.


ომი


1
18
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
18
  
2023, 5 ივნისი, 20:29
"ამ დარგის სპეციალისტი არ გახლავართ, გავკადნიერდები და ჩემ საკუთარ ხედვას შემოგთავაზებთ." კი ბატონო ყველას აქვს თავის აზრების გამოხატვის უფლება. მეც მინდა გამოვხატო ჩემი აზრი ჩუთლაშვილი შემი აზრები შეიკვეხე უკან.
0 1 1