x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
"ეს ტყიბულია თუ გერმანია? რატომ არავინ აშუქებს ამ სილამაზეს?" - ტყიბულში გადაღებულმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო
imageამ დღეებში სოციალურ ქსელში ტყიბულის ქუჩებში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელმაც აღფრთოვანება გამოიწვია არა მარტო თავად ვიდეოს ავტორში, არამედ საზოგადოებაშიც.


ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ ქალაქი შვეიცარიას და გერმანიას აგონებს და თან უკვირს, რომ არცერთი საინფორმაციო არ აშუქებს ამ ამბავს:


"მინდა უბრალოდ გაცნობოთ, რადგან მეც არსად შემხვედრია ინფორმაცია და ისეთი შოკირებული ვარ ახალი ტყიბულით. არ ვიცი, რატომ არსად არ გაგვიშუქეს ეს სილამაზე... ვერ იცნობთ... დიახ, ეს ის ტყიბულია - გავლისას რომ ვიძაბებოდით და მიტოვებული ქალაქის შთაბეჭდილებას რომ ტოვებდა. ახლა კი ასეთიაააა" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი და თან ვიდეოს აზიარებს.






ტყიბულში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყო.


ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რეგიონებში განსახორცელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდებაოდა და მისი ღირებულება 962 806 ლარს შეადგენდა.


პროექტის ფარგლებში განსაზღვრული იყო, რუსთაველის, ახობაძის და გელათის ქუჩებზე, 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის მოწესრიგება. სამუშაოებს შპს “თ.ბ-კაპიტალი" აწარმოებდა.

image


ტყიბული (ტყვიბული) ისტორიულ წყაროებში პირველად 1259-1293 წლით დათარიღებულ ძეგლში იხსენიება. ფეოდალურ ხანაში ტყიბული აგიაშვილების საგვარეულოს მიეკუთვნებოდა.



1825 წელს აღმოჩენილ იქნა ქვანახშირის საბადო. 1846 წელს დაიწყო ქვანახშირის მოპოვება.



1887 წელს გაყვანილ იქნა ქუთაისი–ტყიბულის სარკინიგზო ხაზი და ქვანახშირის მოპოვებამ მნიშვნელოვან მასშტაბს მიაღწია.



1939 წლის 20 სექტემბერს სოფელი ტყიბულისა და დაბა ტყიბულის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ქალაქი ტყიბული. ქვანახშირის მოპოვებამ მაქსიმუმს მიაღწია 1950-იან წლებში, აშენდა ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა.



1980-იან წლებში მოქმედებდა 4 შახტი. ქვანახშირის ძირითადი მომხმარებელი იყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შახტებში ქვანახშირის მოპოვება პრაქტიკულად შეწყდა, ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა კი დაინგრა.

image


2006 წელს ქვანახშირის მოპოვება აღდგა ორ შახტაში, განახლდა ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა.

3
348
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
348
  
2023, 4 ივლისი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 ივნისი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 14 ივნისი, 0:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3