x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"აი, რა ძალა აქვს ერთად დგომას! არასოდეს მოვითმინოთ ჩაგვრა!"- რას წერს დათო ლიკლიკაძე

image


ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე რესტორან "რეტროს" მეპატრონის მიერ მიმტანის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ბათუმის პოლიციის მიერ დამნაშავის დაკავებას საზოგადოების დამსახურებად თვლის:


"გუშინ რომ რესტორნის მფლობელმა ახალგაზრდა მიმტანი სცემა და სახალხოდ დაამცირა, დღეს ბათუმის პოლიციამ დააპატიმრა.


აი, რა ძალა აქვეს საზოგადოების ერთად დგომას!


არასოდეს მოვითმინოთ ჩაგვრა!"- წერს ლილიკაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ სცემს ბათუმში მდებარე რესტორან "რეტროს" მფლობელი ახალგაზრდა მიმტანს. სწორედ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით. ბათუმში რესტორან "რეტროს" მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე პოლიციამ ძალადობის მუხლით მალევე დააკავა.



0
274
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
274