x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
16 გასაოცარი ფაქტი ანტუან  დე სენტ -ეგზიუპერის შესახებ!
image

  • ანტუან დე სენტ -ეგზიუპერი წარმოშობით პერიგორდის დიდგვაროვნების ძველი ოჯახიდან იყო.
  • პირველად ცაში ეგზიუპერი 12 წლის ასაკში იყო, რა თქმა უნდა, როგორც მგზავრი და არა პილოტი. ამ ფრენის შემდეგ ბიჭს გაუჩნდა სურვილი მფრინავი გამხდარიყო.
  • საინტერესო ფაქტია, რომ ბავშვობაში მომავალი მწერალი ცდილობდა თვითმფრინავის შექმნას ძველი ველოსიპედის, მავთულის და სხვადასხვა ნივთებისგან.
  • ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პირველ ნამუშევარს „პილოტი“ ერქვა.
  • საკუთარი თვითმფრინავის შეძენის შემდეგ, ეგზიუპერიმ გადაწყვიტა საფრანგეთიდან ვიეტნამში გაფრენილიყო და ამით აესრულებინა თავისი ძველი ოცნება. ფრენის დროს ის უდაბნოში ჩამოვარდა, მაგრამ გადარჩენა მოახერხა. ბედნიერი დამთხვევით ის ადგილობრივმა ბედუინებმა შენიშნეს, სასმელი მისცეს და აჭამეს.
  • იცოდით, რომ გამოთქმა „ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ მათზე, ვინც მოვათვინიერეთ“ აღებულია ეგზიუპერის წიგნიდან „პატარა უფლისწული“?
  • მათ, ვინც მოახერხა ეგზიუპერისთან ურთიერთობა, შეამჩნია, რომ მან საერთოდ არ იცოდა მოტყუება. მოტყუება რომ სცადა, სახე გაუწითლდა და მეტყველება შეწყვიტა.
  • საინტერესო ფაქტია, რომ ეგზიუპერი მემარცხენე (ცაცია) იყო.
  • პატარა უფლისწული ითარგმნა 300-ზე მეტ ენაზე, საერთო ტირაჟით 80 მილიონი ეგზემპლარი.
  • როგორც ძალიან მხიარული და კეთილგანწყობილი ადამიანი, ეგზიუპერი ხშირად ჩავარდნილა ღრმა დეპრესიაში.
  • საინტერესოა, რომ სიცოცხლის განმავლობაში ეგზიუპერიმ 15-ჯერ განიცადა ავარია თვითმფრინავის მართვის დროს.
  • მწერალს აქვს პატენტი რამდენიმე თვითმფრინავის ინსტრუმენტის გასაუმჯობესებლად.
  • ეგზიუპერი ფრონტზე წავიდა როგორც მოხალისე. ომის დროს მან შეასრულა მრავალი საბრძოლო და სადაზვერვო მისია.
  • ცნობილი მწერალი და პილოტი 1944 წლის ივლისში გარდაიცვალა. მისი თვითმფრინავის ნამსხვრევები მხოლოდ 2000 წელს აღმოაჩინეს. ეგზიუპერის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი დღემდე უცნობია.
  • გასული საუკუნის ბოლოს მარსელის მახლობლად აღმოაჩინეს სენტ-ეგზიუპერის სამაჯური .
  • 2008 წელს გერმანელმა ლუფტვაფეს ყოფილმა პილოტმა, ჰორსტ რიპერტმა, აღიარა, რომ მან ჩამოაგდო ეგზიუპერი. 86 წლის პილოტმა თქვა, რომ უბრალოდ არ იცოდა, ვინ იმყოფებოდა მტრის თვითმფრინავის კონტროლზე. გერმანელი ამბობდა, რომ ფრანგი მწერლის დიდი თაყვანისმცემელი იყო.
  • ქვემოთ იხილეთ ასევე სხვა საინტერესო სტატიები

    image1)ოპტიკური ილუზიის 30 წარმოუდგენელი ფოტო!

    2)ოპტიკური ილუზიის გასაოცარი კადრები ( 17 ფოტო)

    3)14 გასაოცარი ფაქტი ჩინეთის დიდი კედლის შესახებ


    4)7 შეცდომა, რომელსაც ქალები უშვებენ მამაკაცებთან, განსაკუთრებით ქმრებთან !

    5)სენსაციური ფოტოები, ცნობილი ვარსკვლავები რენესანსის ეპოქაში რომ ყოფილიყვნენ! ( 25 ფოტო)

    0
    205
    1-ს მოსწონს
    ავტორი:ლადო_25
    ლადო_25
    205