ფეხბურთი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანი პოლიციამ მაისურზე ამაზრზენი წარწერის გამო დააკავა 2023, 4 ივნისი, 18:24 ცნობილია ვინაობა იმ პირის, რომელიც პოლიციამ შაბათს ინგლისის თასის ფინალში დააკავა და რომელსაც ეცვა მაისური, რითაც ჰილსბოროს ტრაგედიას დასცინა.
33 წლის ჯეიმს უაიტი, უორვიკშირიდან, პოლიციამ დააკავა მაისურზე მუქარის და შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამაინებში პანიკა და განგაში, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი. ის ჯერჯეორბით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს; ჯეიმს უაიტი ვილესდენის მაგისტრატურ სასამართლოში ორშაბათს, 19 ივნისს წარდგება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრება. პოლიციამ რეაგირება მას შემდეგ მოახდინა, როდესაც სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელდა ფოტოს, სადაც ჩანს მამაკაცი, რომელსაც თეთრი მაისური აცვია, ზურგზე 97 ნომრით და აწერია ფრაზა "არასაკმარისია", იმ ადგილზე სადაც ტრადიციულად მოთამაშის გვარი ეწერება. ის სასტიკად დაგმეს ინტერნეტში, რადგან, როგორც ჩანს, ამაზრზენი დაცინვა იყო 97 ფეხბურთის გულშემატკივრის მიმართ, რომლებიც დაიღუპნენ ჰილსბოროს კატასტროფაში ჭყლეტის შემდეგ. ცნობილი ტრაგედია მოხდა 1989 წლის 15 აპრილს ჰილსბოროს სტადიონზე, შეფილდში, ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის დროს, რა დროსაც ერთმანეთს ხვდებოდნენ "ნოტინჰემ ფორესტი" და "ლივერპული"; ჭყლეტის შედეგად დაიღუპა "ლივერპულის" 96 გულშემატკივარი. 97-ე ხანგრძლივი კომის შემდეგ 2021 წელს გარდაიცვალა.საერთო ჯამში, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო კიდევ 766-მა გულშემატკივარმა.(ფოტო ტრაგედიიდან) პოლიციამ უაითის ვინაობა კვირას, დღის მეორე ნახევარში დაასახელა, ინგლისის ფინალურ მატჩის დროს მის გარდა კიდევ 22 ადამიანი დააკავეს. "მანჩესტერ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასის ფინალში 2-1 დაამარცხა და მეშვიდედ მოიგო ეს ტიტული. 286 3-ს მოსწონს
|