x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133843
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანი პოლიციამ მაისურზე ამაზრზენი წარწერის გამო დააკავა
imageცნობილია ვინაობა იმ პირის, რომელიც პოლიციამ შაბათს ინგლისის თასის ფინალში დააკავა და რომელსაც ეცვა მაისური, რითაც ჰილსბოროს ტრაგედიას დასცინა.


33 წლის ჯეიმს უაიტი, უორვიკშირიდან, პოლიციამ დააკავა მაისურზე მუქარის და შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამაინებში პანიკა და განგაში, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი.


ის ჯერჯეორბით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს;


ჯეიმს უაიტი ვილესდენის მაგისტრატურ სასამართლოში ორშაბათს, 19 ივნისს წარდგება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრება.


image

პოლიციამ რეაგირება მას შემდეგ მოახდინა, როდესაც სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელდა ფოტოს, სადაც ჩანს მამაკაცი, რომელსაც თეთრი მაისური აცვია, ზურგზე 97 ნომრით და აწერია ფრაზა "არასაკმარისია", იმ ადგილზე სადაც ტრადიციულად მოთამაშის გვარი ეწერება.

image

ის სასტიკად დაგმეს ინტერნეტში, რადგან, როგორც ჩანს, ამაზრზენი დაცინვა იყო 97 ფეხბურთის გულშემატკივრის მიმართ, რომლებიც დაიღუპნენ ჰილსბოროს კატასტროფაში ჭყლეტის შემდეგ.



ცნობილი ტრაგედია მოხდა 1989 წლის 15 აპრილს ჰილსბოროს სტადიონზე, შეფილდში, ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის დროს, რა დროსაც ერთმანეთს ხვდებოდნენ "ნოტინჰემ ფორესტი" და "ლივერპული"; ჭყლეტის შედეგად დაიღუპა "ლივერპულის" 96 გულშემატკივარი. 97-ე ხანგრძლივი კომის შემდეგ 2021 წელს გარდაიცვალა.საერთო ჯამში, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო კიდევ 766-მა გულშემატკივარმა.(ფოტო ტრაგედიიდან)

image


პოლიციამ უაითის ვინაობა კვირას, დღის მეორე ნახევარში დაასახელა, ინგლისის ფინალურ მატჩის დროს მის გარდა კიდევ 22 ადამიანი დააკავეს.



"მანჩესტერ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასის ფინალში 2-1 დაამარცხა და მეშვიდედ მოიგო ეს ტიტული.

2
286
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
286
  
2023, 4 ივნისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 ივნისი, 20:07
ასეთი ბანძი ფანები ყავს იუნაიტედს,ამის მერე როგორ უნდა უქომაგოთ იმ კლუბს,რომელსაც ასეთი იმბეცილები ქომაგობენ. დაპირისპირება და მტრობა ფეხბურთს უნდა მოიცავდეს მხოლოდ,მსგავსი ადამიანების ადგილი სტადიონზე არ არის. შარშან,როცა რონალდუს შვილი გარდაეცვალა,მეშვიდე წუთზე ენფილდი ფეხზე წამოდგა და მხარდაჭერა გამოუცხადა იმ გუნდის ფეხბურთელს,რომელიც მტერმეტოქეა მათი საყვარელი გუნდის.განსხვავება თვალშისაცემია და ყველა ყველფაფერს ხვდება. ევერტონი რო ევრეტონია,ის არ კადრულობს ეგეთ რამეს და თავიდანვე სოლიდარობა გამოხატა ლივერპულის ფანების მიმართ,დღემდე იხსენებენ ამ დღეს და ეს არის დღე,როცა ქალაქი ლივერპული ერთიანია. იუნაიტედის და სიტის ფანები არიან ყველაზე ბანძი ფანები მსოფლიოში,ხოდა მიგიფსით ფერგიუსონზე და გვარდიოლაზე,ტეტჩერს ძაღლმა მიაფსა საფლავში კიდევ და ერთერთ ბანძ გამომცემლობას ს*ნ და მაგის დამაარსებლის ****
0 1 2