სხვა
ლარი პეიჯი „გუგლის“ დამაარსებელი
2023, 4 ივნისი, 17:42
ლარი პეიჯიმ ერთხელ გასცა რჩევები და წარმოგიდგენთ მათ:
- უფრო ადვილიაწარმატების მიღწევა მეგაამბიციური პროექტებით. ეძებეთ გიჟური იდეები! ერთი შეხედვით ეს თითქოს სიგიჟეა, მაგრამ თუ აირჩევთ საქმეს, რომელსაც მხოლოდ შეშლილმა შეიძლება მოჰკიდოს ხელი, არც ისე ბევრი კონკურენტი გეყოლებათ. სულ რამდენიმე ადამიანია, რომელიც ჩემსავით შეშლილია. საკეთესო ადამიანებს დიადი ამოცანების შესრულება სურთ. სწორედ ამის მაგალითია „გუგლი“
- ნუ შეგაშინებთ მარცხი - როცა „გუგლის“ შექმნას ვიწყებდით, შეიძლებოდა, მარცხი გვეწვნია, მაგრამ ყველაფერი გამოგვიდოდა. ჩვენ იმის კი არ გვეშინოდა, რომ შიმშილობა მოგვიწევდა ან სამსახურს ვერ ვიშოვიდით, ცუდად ვიცხოვრებდით ან რაღაც ამგვარი, გვეშინოდა იმის, რომ შევქმნიდით რაღაც ახალს და მარცხს განვიცდიდით. მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანია რომ გააკეთო, შიში უნდა გადალახო. ადამიანები სინამდვილეში არაფერს რისკავენ, თუმცა, ფიქრობენ, რომ რისკზე მიდიან.
- შეიძლება, სერიოზული იყო კოსტიუმს გარეშეც.
- ყოველთვის უნდა გასცეთ მეტი, ვიდრე თქვენგან ელოდებიან.
- სამუშაო გამოცდა უნდა იყოს, გამოცდამ კი სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ.
- ყველაფერი რომ ფულის გამო გვეკეთებინა, დიდი ხნის წინ გავყიდდით კომპანიას და პლაჟზე დავისვენებდით.
- თითქმის ყველას, ვისაც რევოლუციური ან უბრალოდ კარგი იდეა ჰქონდა, თავდაპირველად, გარშემო მყოფები ეუბნებოდნენ, რომ გიჟი იყო.
- თქვენს კომპანიაში არა გყავთ საკმარისად მენეჯერი? მენდეთ ჯობია, მეტისმეტად ცოტა გყავდეთ, ვიდრე მეტისმეტად ბევრი.
- ჩვენი წარმატება იმაშია, რომ ყოველთვის ვაცნობიერებთ, რას ვაკეთებთ. თუ სხვა ტექნოლოგიურ კოპანიებს გადახედავთ, ისინი საკმაოდ ხშირად აანონსებენ რაღაცას. მაგრამ წლები გადის, პროდუქტი კი არ შეესაბამება გამოცხადებულ პარამეტრებს.
- ვცდილობთ, მომხმარებლის ის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, რომლებზეც ჩვენამდე არავინ დაფიქრებულა.