x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
ამანსიო ორტეგა

image

ეს პიროვნება არის უმდიდრესი ესპანელი, რომელიც ფლობს 64 მილიარდ დოლარს. მან დააფუძნა კომპანია „ზარა“. ორტეგა ადამიანია, რომელმაც საკუთარი წარმატება თვითონ შექმნა და მისთვის მემკვიდრეობით ფული არაის დაუტოვებია. 13 წლისამ სკოლაში სწავლას თავი დაანება და ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. საკუთარი წარმოების პირველი პროდუქცია კი ყოფილ ცოლთან ერთად შექმნა, თავისივე მისაღებ ოთახში ( მისი ყოფილი ცოლიც დღეს უმდიდრეს ქალთა სიის უცვლელი წევრია) მართალია, “ზარას“ ხშირად ადანაშაულებენ, მსოფლიოს ცნობილი დიზაინერების კოპირებას ახდენს და მერე გაცილებით იაფად ყიდის თავისი ბრენდის სახელითო, მაგრამ ფაქტია, „ზარა“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი გახდა მსოფლიოში.

ორტეგას წარმატების მიზეზები:

  • პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვის ყველა ეტაპის ერთ ხელში მოქცევა და გაკონტროლება. როცა მშობლიურ ესპანეთში ბიზნეს იწყებდა, ამანსიოს არ დაუქირავებია იაფფასიანი მუშახელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ამა თუ იმ ამოცანის შესასრულებლად. მთელ საქმეს, თუნდაც დიდ ფასად, ასრულებდნენ თანამშრომლები უშვალოდ კომპანიის სიახლოვეს. ამიტომაც საქონელს 12-ჯერ სწრაფად აწვდიდნენ მყიდველს, ვიდრე კონკურენტები. თანაც, არ იყო საჭირო ფულის ხარჯვა შუამავლობის მომსახურეობისთვის, რაც საშუალებას იძლეოდა, საქონელი უფრო იაფად გაეყიდათ.
  • ამანსიო სამოსს მცირე პარტიებად აწარმოებდა.ეს მას აძლევდა საშუალებას, უარი ეთქვა დიდი ფართობის ძვირად ღირებული საწყობების საიჯარო გადასახადზე თუ ყიდვაზე.
  • ბრენდის ამოქმედებისთანავე ის მსოფლიოს მოდური სახლების კოლექციების კოპირებას ახდენდა და საკუთარ დიზაინერულ შტრიხებს ამატებდა, რაც საშუალებას აძლევდა, ყოველთვის აქტუალური და მოდური ყოფილიყო.ამისთვის გაკრიტიკებას ბიზნესმენი არასდროს შეუჩერებია.
  • ყურადღების გამახვილება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაზე -ორტეგა მალე მიხვდა, რომ ძვირად ღირებულ ნივთებს მხოლოდ საზოგადოების შეძლებული ფენა ყიდულობს. შეძლებული ადამიანი კი არც ისე ბევრია. მოსახლეობის დიდი ნაწილი საშუალო ღირებულების ნივთებს არჩევს და თანაც, სურს, დახლზე ერთდროულად მოდური და არცთუ ძვირად ღირებული სამოსი ნახოს. სწორედ აქ გააკეთა სწორი გათვლა ორტეგამ და ამან აქცია ის ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესმენად.

1
36
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი 242424
გიორგი 242424
36
  
2023, 4 ივნისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1