x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უკრაინის შეიარაღებული ძალების საინჟინრო ნაწილები შეუდგნენ ორი მიმართულებით ნაღმური ველების გაწმენდას, რაც კონტრშეტევისთვის მზადებაზე მიუთითებს

imageარცერთი ჭკუათმყოფელი მეთაური ნაღმური ველის არსებობის პირობებში არასდროს უბრძანებს თავის მებრძოლებს შეტევაზე გადასვლას. ამ მხრივ არც უკრაინელებია გამონაკლისი.
ამ დღეებში უკრაინული საინჟინრო დანაყოფები ძირითადად ღამის პირობებში მასიურად აწარმოებენ ნაღმური ველებისგან ორი მიმართულების გაწმენდას, რომლებსაც შეგნებულად არ დავასახელებ, აღნიშნული კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ იმ ორ მიმართულებაზე უკრაინა ამზადებს ჯავშანსატანკო ძალების უშუალო მონაწილეობით და დახმარებით კონტრშეტევის დაწყებას.
დღისით ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების და საარტილერიო დაბომბვების გამო უკრაინელები სე თუ ისე ერიდებიან განაღმვით სამუშაოებს, ღამით კი გამნაღმველები მუშაობენ ღამის ხედვის ხელსაწყოებით უხმაუროდ, აღებული ნაღმები გააქვთ და ფრონტის ხაზზს მიღმა ასაწყობებენ დეტონატორის გარეშე.
რიგ ადგილებზე კი იყენებენ გერმანული ტანკის "ლეოპარ2"-ის ბაზაზე აგებულ სპეციალურ საინჟინრო, მრავალფუნქციურ გამნაღმველ ტექნიკას, ასევე საბჭოთა წარმოების გამნაღმველ დანადგარს " УР-77 «Метеорит»-ს.
იმედია უკრაინელი გამნაღმველები დროულად გაწმენდენ რუსი აგრესორების მიერ შექმნილი ნაღმური ველებისაგან კონტრშეტევის მიმართულებებს, რაც უკრაინულ ჯავშანტექნიკას და ცოცხალს ძალას ბარიერს ვერ შეუქმნის შეტევისას.


0
57
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
57