x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არ დაუჯეროთ, მატყუარაა, მთელი ცხოვრება ტყუილში ცხოვრობს და ცდილობს სხვაც მოატყუოს"- ვისზე საუბრობს პეტრე კოლხი

image


მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უვლელად გთავზობთ:


"ადამიანებს ბედნიერების ეშინიათ, ღმერთს აბრალებენ, მორწმუნე ბედნიერი და გაღიმებული არ უნდა იყოსო…

ჰმ, არადა, ღმერთი ადამიანის შინაგანი თავისუფლებისთვის, ბედნიერებისთვის და გაღიმებისთვის ეცვა ჯვარს…

მან საკუთარი თავი გაწირა სხვათა სიხარულის გამო…

მორწმუნეობა და მუდამ დამძიმებული გამოხედვა ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არიან…

ვიღაცამ რაც არ უნდა მაღალი თეოლპგიური ცოდნით დაგიმტკიცოთ ღმერთის არსებობის შესახებ, მაგრამ თავად სიხარულის მარცვალი არ გააჩნდეს, არ დაუჯეროთ, არ მოუსმინოთ… მატყუარაა, მთელი ცხოვრება ტყუილში ცხოვრობს და ცდილობს სხვაც მოატყუოს…

რაც არ უნდა გიჭირდეს, როგორც არ უნდა გექცეოდეს ცხოვრება, მაინც რომ პოულობ საკუთარ თავში ძალას გაიღიმო და სხვა არ დაამძიმო, ეს არის რწმენა..

მერე შენც ძალა გეძლევა, ურთულეს პირობებში როცა ვიღაც იღიმის, ესე იგი იგივე შენც შეგიძლია და ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი დემაგოგების მოსმენა და მათი გაუბედურებული სახის გაძლება…

მორწმუნე ადამიანი ყოველთვეს ხედავს გამოსავალს და მას ვერც ერთი რთული პერიოდი ვერაფერს დააკლებს.

პირიქით, ყველა სირთულეს საკუთარი გაძლიერებისთვის იყენებს…

ჰოდა, ღმერთი ბედნიერებას კი არ გვიკრძალავს, პირიქით, გვავალდებულებს ვიყოთ უპირობოდ ბედნიერები და თავისუფლები!.."- წერს მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

0
345
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
345