x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352492
  • სურათი:508412
გარდაიცვალა მილიონერი ფილიპ პოცო დი ბორგო, რომელიც ფილმის "1 + 1" გმირის პროტოტიპი იყო

image
73 წლის ასაკში მარაკეშში გარდაიცვალა ფრანგი ბიზნესმენი და მილიონერი ფილიპ პოცო დი ბორგო, რომლის ცხოვრებაც დაედო საფუძველი პოპულარული ფილმის „1+1“ შექმნას. ამის შესახებ Le Monde ფილმის რეჟისორებზე ერიკ ტოლედანოსა და ოლივიე ნაკაშაზე დაყრდნობით იუწყება.

"მან შეცვალა ჩვენი და მრავალი დაუცველი და სუსტი ადამიანის ცხოვრება. ჩვენ მეხსიერებაში დარჩება მამაცი, ღირსეული, მოკრძალებული და მებრძოლი ადამიანის იმიჯით. მისი იუმორი და ინტელექტი მოგვენატრება", - აცხადებენ რეჟისორები.image
ფილიპ პოცო დი ბორგო დაიბადა 1951 წელს კორსიკელი დიდგვაროვნების ოჯახში და დიდი ხნის განმავლობაში მართავდა Champagne Pommery ღვინის ქარხანას. 1993 წელს, პარაპლანით მგზავრობისას მომხდარი შემთხვევის გამო, მეწარმე ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. ის ეძებდა დამხმარეს, რომელიც მას მიხედავდა, მაგრამ იპოვა ნამდვილი მეგობარი: ალჟირელი, აბდელ სელუ, სწორედ ის დაეხმარა ინვალიდის ეტლს მიჯაჭვილ ფილიპს სიცოცხლის დაბრუნებაში.

სწორედ ამ ისტორიის შესახებ და მოგვითხრობს ფილმი "1 + 1", სადაც მთავარი როლები მსახიობებმა ფრანსუა კლუზიმ და ომარ სიმ შეასრულეს. სურათი, რომელიც 2011 წელს გამოვიდა, ბევრ ქვეყანაში სალაროების ლიდერი გახდა. 9, 5 მილიონი ევროს ბიუჯეტით, სალაროებში შემოსავალი 416 მილიონ დოლარზე მეტი იყო მთელ მსოფლიოში.image


0
123
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0