x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მუდამ მოხუც საყვარლებს ირჩევს - რა არის ცნობილი 29 წლის ნურ ალფალაჰზე, რომელიც ალ-პაჩინოსგან ბავშვს ელოდება?
image

საყვარლებთან ასაკობრივი სხვაობა მისთვის არასდროს ყოფილა პრობლემა.



თუ გოგონა ასაკოვან შეძლებულ მამაკაცებს ირჩევს, უნდა ვიფიქროთ რომ ის ფულზე ნადირობს. მაგრამ არა ნურის შემთხვევაში, ის მდიდარი ოჯახიდან არის.


ნური ოთხი და-ძმას შორის ყველაზე უფროსია, გაიზარდა ქუვეითელი მამის, ფალაჰის და ამერიკელი დედის, ალანას ოჯახში. გოგონას მამა კომპანიის Q8 Capital Inc-ის პრეზიდენტია. 2013 წელს New York Post-ი წერდა, რომ ნურის ოჯახის ქონება "ცხრა ნიშნიანი ციფრით" არის შეფასებული.



ნური არასოდეს მალავდა, რომ მდიდრული ცხოვრების წესს მისდევდა, მაგალითად, მან გამოაქვეყნა თავისი არდადეგების სურათები საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, სადაც დროს ატარებდა მოდის დიზაინერ ჟან პიგოცის პირად ვილაში. ნურს ასევე უყვარს კაპრისა და სენ-ტროპეში დასვენება, ასევე ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა. მის მეგობრებს შორის არიან სიენა მილერი, ტიმოტი შალამე და კელი რეზერფორდი.

image



სანამ ალ პაჩინოს შეხვდებოდა ნურს უკვე საკმაოდ ბობოქარი პირადი ცხოვრება ჰქონდა. და ის ყოველთვის ირჩევდა მოხუც საყვარლებს. მაგალითად, 2017 წლიდან 2018 წლამდე ის ხვდებოდა როკერ მიკ ჯაგერს - მომღერალი მაშინ 74 წლის იყო, ნური კი 22 წლის. გოგონას შემდეგი საყვარელი იყო ნორვეგიელი მილიარდერი ნიკოლას ბერგრუენზე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ნურის რჩეულთა შორის – ის „მხოლოდ“ 61 წლის იყო.

image

2019 წელს გავრცელდა ჭორები, რომ გოგონამ რომანტიული ურთიერთობა გააბა კლინტ ისტვუდთან მას შემდეგ, რაც ისინი ვახშმობის დროს ერთად შენიშნეს. მაგრამ ალფალაჰამ უარყო ინფორმაცია და თქვა, რომ ისინი უბრალოდ მეგობრები არიან. ისტვუდი ნურის გემოვნებაში "არ ჯდებოდაა"- ის მაშინ 89 წლის იყო. ამის შემდეგ, ნურს ხანმოკლე რომანი ჰქონდა 51 წლის ელი როტთან, მეუღლესთან, ლორნეცა იზოსთან ორი თვის დაშორების შემდეგ.


და 2022 წელს დაიწყეს საუბარი ალ პაჩინოსთან რომანზე . ამავდროულად, წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ მათ პანდემიის დროს 2020 წლიდან დაიწყეს.აღსანიშნავია, რომ 83 წლის ალ-პაჩინოს დიდად აღარ ეპიტნავება მამობა და ითხოვს დნმ-ის ტესტის ჩატარდეს მამობაზე.

image

პასუხი კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს ნური ჰოლივუდის ლეგენდებთან შეხვედრას, მარტივია: ის თავად მუშაობს გასართობ ინდუსტრიაში.


ნური სწავლობდა კოლეჯში კინოხელოვნებას, მიიღო ბაკალავრის ხარისხი კინემატოგრაფიული ხელოვნების სკოლაში და მოგვიანებით კალიფორნიის უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი კინოსა და სატელევიზიო წარმოებაში, არის სერიალის და რამდენიმე ფილმის პროდიუსერი.

image

1
251
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
251
  
2023, 4 ივნისი, 23:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1