x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მან მხოლოდ 3 ფილმში ითამაშა - გოგა ფიფიას ოჯახური ტრაგედია და ნაადრევი სიკვდილი
image

დღეს, 3 ივნისს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდებოდა არაპროფესიონალ მსახიობს, პროფესიით ექიმს გოგა ფიფიას, მან სულ სამ ფილმში ითამაშა, თუმცა სამუდამოდ დაამახსოვრა თავი ქართველ მაყურებელს, რა თქმა უნდა პირველ რიგში გვახსოვს საკულტო ფილმიდან "როცა აყვავდა ნუში", სადაც ბრწყინვალედ შეასრულა ლექსოს როლი.

image


"თუ მსახიობის ოსტატობაზე ვისაუბრებთ, ქალბატონი ლანას დამსახურებაა, რომ გოგა ფიფიამ, რომელიც არ იყო მსახიობი, როლი ზუსტად "გააკეთა". მაგას უფრო ვაფასებ, ვიდრე ჩემს პრანჭიკელობას - გაბუშტული ტუჩებითა და ბაკენბარდებით. (ზურა ყიფშიძე)



image

შემდეგ იყო არანაკლებ პოპულარული ფილმი ანსამბლ "მზიურზე", სადაც გოგა ფიფია სპორტსმენის პიონერთა რაზმის ხელმძღვანელის როლს ასრულებს.


ასევ ითამაშა ფილმში "მშვიდობიანი დღეები"(კადრი ფილმიდან)

image

გოგამ 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1979-1981 წლებში მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის კათედრაზე გაიარა ორდინატურა. 1981-1983 წლებში იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, 1983-1988 წლებში — ჯერ უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1990 წლიდან დოცენტი, 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა კათედრას. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომისა თორაკო-აბდომინალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია: „ტრანსკუტანური ჰეპატოქოლანგიოგრაფია ობტურნაციული სიყვითლეების დროს"(1989), „ექოგრაფია და ტრანსკუტანური ჰეპატოქოლანგიოგრაფია ობტირაციული სიყვითლეების დროს" (1998).


1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე — „ტრანსკუტანური ჰეპატოქოლანგიოგრაფია ობტურნაციული სიყვითლეების დროს". 1999 წელს გაიარა სადოქტორო დისერტაციის აპრობაცია: „კეთილთვისებიანი სიყვითლეების მკურნალობა და დიაგნოსტიკა".


გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2012 წლის 12 თებერვალს თბილისში.


გთავაზობთ ინტერვიუს გოგა ფიფიას ქალიშვილთან ნანა ფიფიასთან, რომელიც AMBEBI.GE-მ ჩაიღო.ჩაწერა.




ნა­ნას ოჯა­ხის ტრა­დი­ცია აღარ გა­უგ­რძე­ლე­ბია - სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია და წლე­ბია უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ინ­გლი­სურ ენას ას­წავ­ლის. უმუ­შა­ვია სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, მათ შო­რის, სო­რო­სის ფონდში, სკო­ლის დი­რექ­ტო­რად, ხან­გრძლი­ვად კი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და. ნანა ფი­ფია ახლა ჩვენ­თან ერ­თად იხ­სე­ნებს მა­მას...


- პო­პუ­ლა­რო­ბა ფილ­მებ­მა მო­უ­ტა­ნა და თვი­თო­ნაც მოს­წონ­და ეს ამ­ბა­ვი... ცეკ­ვა უყ­ვარ­და ძა­ლი­ან. ერთხელ, ქორ­წილ­ში უნა­ხავს ნინო რა­მიშ­ვილს მისი ცეკ­ვა და უთ­ქვამს, ან­სამ­ბლში მო­დიო, მაგ­რამ უარი უთხრა: მე სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბა მაქვს არ­ჩე­უ­ლი, კოს­მო­ნავ­ტო­ბა­ზეც არ მი­ფიქ­რია, ბავ­შვო­ბი­დან ვი­ცო­დი, რომ ექი­მი უნდა გავმხდა­რი­ყა­ვიო...



- ეს ალ­ბათ მისი ბა­ბუ­ის, ეგ­ნა­ტე ფი­ფი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო...



- ოჯახ­ში ყვე­ლა ექი­მი ჰყავ­და. ეგ­ნა­ტე გიჟ­დე­ბო­და გო­გა­ზე. მას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და გო­გა­საც. მისი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი იყო... ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის ფილმში რომ იღებ­დნენ, ეგ­ნა­ტე თურ­მე ცუდ ხა­სი­ათ­ზე ყო­ფი­ლა, ლა­ნას სცე­ნა­რი უნდა შე­ვაც­ვლე­ვი­ნოო, არ მოს­წონ­და გო­გას გმი­რი, ლექ­სო ავა­რი­ა­ში რომ ხვდე­ბო­და. ფილ­მი "მზი­უ­რი" კი ძა­ლი­ან მოს­წონ­და - აქ გოგა რა კარ­გად მღე­რი­სო. მე კი არა, ჩემს ნამ­ღერს ნუგ­ზარ კვა­შა­ლი ახ­მო­ვა­ნებ­სო - მამა ეუბ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ბა­ბუა იხ­ტი­ბარს არ იტეხ­და. ვერ არ­წმუ­ნებ­და, რომ თვი­თონ არ მღე­რო­და...


მამა ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბებს ხა­ლი­სი­ა­ნად იხ­სე­ნებ­და... სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვილ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ეგო­ნა, რომ მარ­თლა მისი ბე­ბია იყო... არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა და დიდ­მა მსა­ხი­ობ­მა ხელი შე­უ­წყო, რომ როლი თა­ვი­სუფ­ლად ეთა­მა­შა. ზურა ყიფ­ში­ძე კი მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო...


ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძემ მამა ლი­ძა­ვა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­დაც სახ­ლი გვქონ­და და ერთხე­ლაც მისი ცეკ­ვა რომ ნახა, მა­შინ­ვე მი­უ­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ფილმში როლ­ზე აეყ­ვა­ნა. არა­და, გოგა იხ­სე­ნებ­და - და­უ­ფიქ­რებ­ლად ვი­ცეკ­ვე და რა­ღაც კარ­გი გა­მო­ვი­დაო... სა­ერ­თოდ, ქალ­ბა­ტო­ნი ლა­ნას მად­ლი­ე­რი იყო, ყო­ველ­თვის პა­ტი­ვის­ცე­მით იხ­სე­ნებ­და. ისიც ჩვენს ოჯახს კარ­გად იც­ნობ­და...


- ბა­ბუ­ას რომ მოს­წონ­და შვი­ლიშ­ვი­ლის ფილმში "ნამ­ღე­რი", რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში თუ მღე­რო­და?


- კი, მაგ­რამ სას­ცე­ნოდ არა... კარ­გი დრო­ის გა­ტა­რე­ბა უყ­ვარ­და. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ჩვენ­თან სახ­ლში წვე­უ­ლე­ბე­ბი იმარ­თე­ბო­და, ბევ­რი ცნო­ბი­ლი და გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი, - პო­ე­ტე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი მო­დი­ოდ­ნენ... რომა რცხი­ლა­ძე ერთ-ერთ სიმ­ღე­რა­ზე ამ­ბობ­და, ამის მუზა გო­გას­თან სახ­ლში მო­მი­ვი­და და დავ­წე­რეო... მოკ­ლედ, ჩვენ­თან ჟღერ­და მუ­სი­კა, პო­ე­ზია, რო­ი­ა­ლი, გი­ტა­რა. ხომ გე­უბ­ნე­ბით, ამ სა­ო­ცა­რი კულ­ტუ­რუ­ლი შეკ­რე­ბე­ბის მოწ­მე ვარ... გოგა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, კოტე ყუ­ბა­ნე­იშ­ვილ­მა გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი ლექ­სი მი­უ­ძღვნა.


ყვე­ლა თა­ო­ბის ადა­მი­ან­თან მე­გობ­რობ­და. თა­ვი­სი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და კლი­ნი­კის და­რაჯ­თან, ექი­მებ­თან, ექთ­ნებ­თან - ყვე­ლას ურე­კავ­და, მო­ი­კი­თხავ­და, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­ჭირ­ზე დარ­დობ­და...


ჩვენს ოჯახ­ში 1991 წელს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - ჩემი ძმა ვატო ფი­ფია (ბა­ბუ­ის სეხ­ნია) 12 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა(განაგრძე კითხვა)

1
865
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
865
  
2023, 4 ივნისი, 23:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1