x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დნნნ..!!!! პირველად, ალაპარაკდა... ამ სიტყვებს ტყუილად არ იტყოდა...."- რა ინფორმაციას ავრცელებს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის "ფრანს 24"-თვის მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც მან მიხეილ საკააშვილისთვის სასჯელის შემსუბუქების შესახებ ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ისე უნდა მოექცნენ როგორც მთელ რიგ ქვეყნებში სხვა პრეზიდენტებს ექცევიან, მოქმედი პრეზიდენტი ექს- პრეზიდენტის ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლების მომხრეა:



"დნნნ….!!!! დნნნ!!


პირველად, სააკაშვილის პატიმრობის მანძილზე, სალომე მიშას სასჯელის ფორმის შემსუბუქებაზე ალაპარაკდა….


სალომე რომ ამ სიტყვებს ტყუილად არ იტყოდა, ცხადია.


მეხუთე პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტის ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლების მომხრეა. ფრანს 24-თან ინტერვიუში თქვა –


“მე ვფიქრობ, რომ მას უნდა მოექცნენ და ეს გამიხმაურებია კიდევაც, როგორც ძალიან ბევრ პრეზიდენტს ექცევიან სხვა ქვეყნებში. არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რომლებიც ბევრად უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში უნდა შესვლა, ”.


ჩემი აზრით, ევროპიდან კონკრეტული გზავნილით მოდის ბიძინასთან, მიშას სასჯელის ალტერნატიულ ფორმაზე. სხვა შემთხვევაში ამას არ იტყოდა

p.s- “ოცნება, დილით აქებდა და ადიდებდა სალომეს, ახლა არ ვიცი."- წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.


პარიზსა და ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, "ფრანს-24"-ის სტუდიაში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმირ პუტინზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, უკრაინასა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. უცვლელად გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის პასუხს ჟურნალისტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე დასმულ კითხვაზე:


"მე ვიცი, რომ პრეზიდენტებს სხვა ქვეყნებშიც ასამართლებენ, მაგრამ არის მათი გაკონტროლების მრავალი სხვა შესაძლებლობა პატიმრობის გარდა, თუნდაც ელექტრონული ბრასლეტების სისტემა. გადაწყვეტილება მისი გასამართლების შესახებ, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის მიერ იყო მიღებული და ამან ბუნებრივია საქართველოს იმიჯი დააზარალა.


სასამართლოს შეეძლო სხვა გადაწყვეტილებაც მიეღო“- ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. „საქართველოს პრეზიდენტს აქვს ასეთი უფლებამოსილება, სხვა პატიმრების მიმართ მე ის გამოვიყენე, მაგრამ არასოდეს ამიხსნია, თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "ფრანს-24"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.










0
491
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
491