x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რამდენად რეალურია რუსეთთან ომის საფრთხე ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში?
ქართული სახელისუფლებო პროპაგანდა გაშმაგებით ცდილობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს ჩვენ ყველასგან მიტოვებული და გარიყული ქვეყანა ვიყოთ და ერთადერთი რეალური არჩევანი გაგვაჩნდეს: რუსეთის ვასალ სახელმწიფოდ გადაქცევა. ამ დეზინფორმაციის დანერგვას აქტიურად ცდილობენ როგორც ქართველი მინისტრები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ასევე მათი პროპაგანდისტებიც.


არადა, რეალურად დღეს საქართველოსთვის რუსეთის აგრესიის საფრთხე ისევე მცირეა, როგორც ფინეთისთვის ან ესტონეთისთვის. რატომ? იმიტომ, რომ დღეს — უკრაინის ომის მწარე გამოცდილებით ნასაზრდოებმა რუსეთმა კარგად იცის, რომ მის მიერ ევროპის ტერიტორიაზე განხორციელებული მორიგი აგრესია უმკაცრესი რეაგირების გარეშე არ დარჩება და ნატოს ასპირანტ ქვეყანაზე თავდასხმა რეალურად მისთვის ისეთივე დიდი თავისტკივილი გახდება, როგორც წევრ ქვეყანაზე თავდასხმა იქნებოდა.


რუსეთმა იცის, რომ თუ საქართველოს თავს დაესხმება, ჩვენი ქვეყნის მიმართულებით დენას დაიწყებენ დასავლური ტყვია-წამლით, ტანკებით, მოიერიშე თვითმფრინავებით, სარაკეტო კომპლექსებით და მოხალისეებით დატვირთული უსასრულო კოლონები, ზუსტად ისევე, როგორც ეს დღეს უკრაინაში ხდება. ამიტომ შანსი იმისა, რომ პუტინი საქართველოზე თავდასხმას გაბედავს, არის უკიდურესად მიზერული. ეს იმდენად მცირე შანსია, რომ მასზე ყურადღების გამახვილებაც კი არ ღირს. დღეს 2023 წელია და არა 2008 ან თუნდაც 2021 წელი. დღეს დასავლეთი არანაირად აღარ შეიკავებს საქართველოს დახმარებისგან თავს ჩვენს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის განხორციელების შემთხვევაში; აღარ არსებობს დამოკიდებულება რუსულ გაზსა და ნავთობზე, აღარავინ აპირებს რუსეთთან ურთიერთობების “გადატვირთვას” და აღარც რუსეთის გავლენის აგენტი შრიოდერი და მერკელი არიან გერმანიის კანცლერები. ამიტომ ნატოში ინტეგრაციის სურვილის ქონაც კი სრულიად საკმარისია, რათა რუსეთის მხრიდან შენს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში ალიანსისგან შეუზღუდავი დახმარება მიიღო.


ახლა 2022 წლის 23 თებერვალი რომ იყოს და არა 24 თებერვალი, როცა რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, პუტინი უკრაინაზე თავდასხმაზეც უარს იტყოდა. პუტინი თავბედს იწყევლის, უკრაინაში რომ შეიჭრა. მას ეგონა, რომ უკრაინელები წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ მის არმიას. ეგონა, რომ ისინი ყვავილებით დახვდებოდნენ რუსულ ტანკებს, ხოლო დასავლეთი მხოლოდ სიტყვიერი უკმაყოფილებით და ერთი-ორი მცირე სანქციით შემოიფარგლებოდა. პუტინი კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება.



მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყოველივე კარგად ესმის ჩვენს ხელისუფლებას. ბიძინა ივანიშვილმა საუკეთესოდ იცის, რომ რუსეთი ვერ განახორციელებს აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ დასავლეთთან ურთიერთობის გაწყვეტის და რუსეთთან დაახლოების ერთადერთი მოტივი არის ის, რომ ეს ხელისუფლება არ დგას ქართველი ერის სამსახურში და რუსეთის სამსახურში დგას.


ომი

4
153
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
153
  
2023, 5 ივნისი, 17:35
ისააა პატივცემულო ელენე ხოშტარია გაჰკივის შენსავით ოცნაბა რუსების აგენტები არიანო, აღმოჩნდა რომ რუსეთის ფედერალური!!!!!! ანგარიშიდან ერიცხება ფული. შენც ერთი ერთში იგივეს კაკანებ რასაც ხოშტარია ქათამი, შენ საიდან გერიცხება ფული "პატივცემულო" დავით?. ეჭვი მაქვს თქვენი ქაქანით ისე გინდათ სიტუაცია არიოთ ქვეყანაში რომ რუსები შემოვიდნენ და საბოლოოდ მოახდინონ ოკუპაცია. აქ აგენტის და პროვიკატორის მყრალი სუნი შენ უფრო აგდის ვიდერე საქართველოს მტავრობას. ან კიდე რაღაცა ვადაგასულს ეწევი, ჰე გამოტყდი ეხლა რას ეწევი ან რამდენს გიხდიან რუსეთიდან.
2023, 3 ივნისი, 15:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დავითი ჩუთლაშვილი-ის კომენტარზე
2023, 3 ივნისი, 13:18
ყველა აფხაზეთში და სამაჩაბლოში ნაომრები რანაირად ხართ ეს სამთავრობო ტროლები და ბოტები? რას ნიშნავს, არ ვიომებ? შენ საიდან იცი, მე ვიომებ თუ არა? რეალისტები კი არა, მე ვიცი, თქვენ ვინც ხართ.
2023, 3 ივნისი, 12:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4