x
მეტი
  • 27.09.2023
  • სტატია:130741
  • ვიდეო:357267
  • სურათი:505017
რამდენი უცხოელი მოხალისე ომობს უკრაინაში და საიდან არიან ისინი?
“ქართული ოცნების” და რუსეთის პროპაგანდა (რაც უკვე დიდი ხანია როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად ერთი და იგივე გახდა) უკრაინას აღწერს, როგორც ყველასგან მიტოვებულ ქვეყანას, რომელმაც დასავლეთის “წაქეზებით” “კისერი მოიტეხა” და თავის “სლავ უფროს ძმას” — რუსეთს დაუპირისპირდა. როგორც რუსული, ასევე ქართული სამთავრობო პროპაგანდა სიტუაციას იმგვარად წარმოაჩენენ, თითქოს უკრაინას დასავლეთი მხოლოდ იარაღს აწვდიდეს და თითქოს ამერიკა და ევროკავშირი რუსეთის დასუსტების მიზნით უკრაინელებს აჟლეტინებდეს რუს სამხედროებს, ხოლო თავად ამ დასავლეთის სახელმწიფოების მოქალაქეები არხეინად იყვნენ წამოკოტრიალებულები სავარძლებში და უყურებდნენ, თუ როგორ იღუპებიან მათ მიერ “წაქეზებული” გულუბრყვილო უკრაინელები, რომლებმაც შუაგულ ყოფილ საბჭოთა კავშირში სრულიად გაუგონარი და წარმოუდგენელი რამ — თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანური ცხოვრება მოინდომეს.


არადა, რეალობა იმის საპირისპიროა, რასაც რუს ტროლებად და ბოტებად გადაქცეული ქართველი პარლამენტარები და მინისტრები გამუდმებით ჩაგვჩიჩინებენ და რითაც მათი პროპაგანდა ტვინებს ურეცხავს სახელისუფლებო “ალტ-ინფოს, ” “იმედის” თუ “პოსტ ტივის” მიამიტ მაყურებლებს.


სინამდვილეში უკრაინაში იბრძვის მსოფლიოს 55 ქვეყნის წარმომადგენელი ათასობით პროფესიონალი სამხედრო, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელი ერის სამართლიან ომში მოხალისეების სტატუსით იღებენ მონაწილეობას. მათი უდიდესი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის მოქალაქეა, თუმცა არიან ფრანგები, იტალიელები, ესპანელები და თქვენ წარმოიდგინეთ, არგენტინელებიც კი.


ჯერ კიდევ 2022 წლის 17 მარტს, ანუ ომის დაწყებიდან სულ რაღაც სამიოდე კვირაში წერდა გერმანული Tagesschau, რომ უკრაინის დასაცავად მოხალისეების სტატუსით საბრძოლველად განაცხადი ჰქონდა შეტანილი დასავლური ქვეყნების 20, 000-მდე მოქალაქეს. თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე არ მიიღო. მოხალისეებს, რომლებსაც საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ, უკრაინელები ხშირად უარს ეუბნებიან, ასეთების რიცხვი კი ძალიან დიდია.



უკრაინული არმიის რიგებში ტოვებენ მხოლოდ საუკეთესო საბრძოლო უნარების მქონე უცხოელ სამხედროებს, რომლებსაც წარსულში სხვადასხვა საომარ ოპერაციებში აქვთ გამოცდილება მიღებული.


რეალურად ერთადერთი განსხვავება მოხალისეებსა და საარმიო ქვედანაყოფების წევრებს შორის ისაა, რომ პირველები არ იბრძვიან ამა თუ იმ კონკრეტული სახელმწიფოს დროშის ქვეშ. დასავლელი მოხალისეების უდიდესი ნაწილი ყოფილი სამხედროები არიან, რომლებსაც კონტრაქტი დაუმთავრდათ საკუთარი ქვეყნების არმიებში და რომლებიც სამართლიან ომში უანგაროდ ეხმარებიან უკრაინელ ხალხს, ზუსტად ისევე, როგორც ამას აკეთებენ ქართველი, ჩეჩენი თუ ბელორუსი მოხალისეები. მათ ხშირად უნიფორმაზე უკრაინის დროშასთან ერთად საკუთარი ქვეყნების დროშებიც აქვთ გამოსახული. ბუნებრივია, ეს ადამიანები ვერ შეძლებენ ოფიციალური საჯარისო ქვედანაყოფების სახით და საკუთარი ქვეყნების დროშის ქვეშ უკრაინაში ომს. ეს იქნებოდა რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი ქმედება მათი ქვეყნების მთავრობების მხრიდან, რაც მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს და რაზეც რასაკვირველია არავინ არ წავა.


ასე რომ, საუბრები იმის შესახებ, რომ უკრაინაში მხოლოდ უკრაინელები ომობენ, კრემლისტური დეზინფორმაციაა და მსგავს დეზინფორმაციას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.


უკრაინა რომ ცოცხალი ძალის დეფიციტს განიცდიდეს და მცირერიცხოვანი ქვეყანა იყოს, იქ გაცილებით უფრო მეტი უცხოელი იბრძოლებდა და ასეთ შემთხვევაში ზელენსკიც მოწოდებებს მოწოდებებზე გაავრცელებდა, რომ ცოცხალი ძალის დახმარება სჭირდებოდა. მაგრამ საბედნიეროდ უკრაინას ჰყავს 15 მილიონზე მეტი ბრძოლისუნარიანი მოქალაქე, რომლებიც ბავშვების მკვლელი და გამაუპატიურებელი რუსი ჯარისკაცების არმიას უსასტიკეს წინააღმდეგობას უწევენ. ისინი ძალიან არიან გაბრაზებულები და ძალიან არიან მოტივირებულები. ამიტომ უცხოელების ჭარბი რაოდენობით საომარ ოპერაციებში ჩართვის საჭიროება არ დგას, თორემ მართლაც ძალიან ბევრ ამერიკელს, გერმანელს, ფრანგს თუ კანადელს აქვს ბუნებრივი სურვილი, იომოს უკრაინელი სამოქალაქო პირების დასაცავად იმ საზარელი ძალადობისგან, რასაც რუსი სამხედროები როგორც წესი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებენ მათ მიერ ოკუპირებულ მიწებზე.


ომი

2
407
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
407
  
4 ივნისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

3 ივნისი, 19:06
დავით, სიმართლეს რომ დაგიწერენ გწყინთ და შეურრაცხყოფაზე გადადიხართ, მე ტროლი ხარო მომწერეთ.
ათეულობით ათასი უცხოელი იბრძვისო წერთ, რაც სრული აბსურდია, რადგან შარშან ივლისიდან უკრაინამ მოხალისეების გაფილტვრა დაიწყო და სპეციალიზაციის შესაბამისად დატოვა მხოლოდ ნაწილი, საქართველოდან ჩასული მებრძოლებიც ნაწილიც მობრუნდა, რადგან ვოლონტიორებად ტოვებდნენ.
აგერაა ინტერმედიაზე "კანონგარეშე", ირპენში, ხარკოვში, სევეროდონეცკში და ლისიჩანსკში ნაბრძოლი ბიჭი და ჰკითხე რეალურად არის თუ არა "ნაიომნიკების" ამხელა ციფრი.
დასამალი არაფერია, მეც ვიყავი ჩასული, მაგრამ ჩემი სპეციალობა ანუ დივერსიული ჯგუფები მაშინ უკრაინას არ ჭირდებოდა, ნაღმსატყორცნის გათვლასთან მუშაობა შემომთავაზეს, არტილერია არაა ჩემი სფერო და უკანვე მოვბრუნდი.
უკრაინაში მოხალისეებსაც კონტრაქტი აქვთ და ხელფასს უხდიან, აი პროფესიონალ "დაქირავებულებს" კი სერიოზულ ფულს უხდიან, თუმცა ძალიან ბევრმა მაინც დატოვა უკრაინა.
უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ გაიმარჯვებს დასავლური ტექნიკის და დასავლეთ უკაინელების შემართების ხარჯზე.
აღმოსავლეთ უკრაინელები დიდი ვერაფერი მებრძოლები არიან, სწორედ მათი დიდი ნაწილი გაიქცა უკრაინიდან და საქართველოში ან ევროპის ქვეყნებში აგდიან, დეზერტირები აქედან გასაპანღურებელია სათითაოდ.
დავით, მეორედ დაწერ ჩემზე ვიღაცის დაფინანსებულ ტროლს და აუცილებლად მოგიწევს ჩემთან შეხვედრა, მე არ გემუქრები, რჩევას გაძლევ სხვა დროს დაუმსახურებლად ადამიანს შეურაცხყოფა რომ არ მიაყენო.
იმედია გასაგებად აგიხსენი და სწორად გაიგებ ნათქვამს.
0 1 2