x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
არ გადაყაროთ დამტვრეული ფაიფურის ჭურჭელი! - ნახეთ მე რას ვაკეთებ
ბებოების კოლექციიდან ალბათ ბევრს გაქვთ ძველებური ჭურჭელი, რომლის გქაბზარვისას ძალიან გწყდებათ გული, რაკი უსაყვარლესი ადამიანის დანატოვარია. აი, ამ სევდის გასაქართვებლად მოვიფიქრე მათგან რაღაც ახალი შემექმნა, რადგან ისევე, როგორც ყველა ოკჯახში, ჩემთანაც არსებობს ცრურწმენა, გაბზარული ჭურჭლის შენახვა ცუდის მომტანიაო. image


მოვკრიბე ბებოს გაბზარული თეფშები და ფინჯნები, რომლებიც ზოგი ლემონჟეს კოლექციიდანაა, ზოგიც კუზნეცოვის, ზოგიც სხვადასხვა ცნობილი ბრენდების და დავიწყე:



ველოსიპედის ძველი საბურავის კარკასზე, ანუ ალუმინის რგოლზე გადავჭიმე წვრილი არმატურის რკინები“ რგოლს აქვს ნახვრეტები და დავაფიქსირე ამ ნახრეტებზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ბადეც, რომელსაც დააფიქსირებთ არმატურის საქსოვი მავთულებით რგოლთან.

image


ცენტრში დავამაგრე ძველი სადგამის ფეხები. ამის შემდეგ გავშალე ცელოფანი დავდე მასზე ეს კონსტრუქცია და ჩავასხი ბეტონი- ცემენტის 1 წილი 3 წილ ქვიშა-ხრეშთან.

image

2 დღეღამის შემდეგ ამოვაბრუნე კონსტრუქცია და გადავუსვი წებოცემენტი, რომელზეც წინასწარ მოფიქრებული პროექტით განვალაგე ნამსხვრევები.

image

გავაშრე, დავშკურკე და დავდე ვერანდაზე მაგიდა, რომლის მსგავსიც არავის აქვს. არ ვიცი, როგორ გამოიყურება ფოტოებზე, მაგრამ სტუმრად მოსულ მეგობრებს კი ძალიან მოწონთ და რენესანსის კუბოსავით მაგიდასთან ყავის მირთმევას, ამ მაგიდასთან ურჩევნიათ.

image
ამის შემდეგ მივადექი ბებოს ძველებურ სტომატოლოგიურ მაგიდას, რომლიდანაც ამოვიღე ძველი მინის საფარები და იმავე წესით გადავჭიმე არმ, ატურის რკინების მადე, ჩავასხი ბეტონი და ზევიდან წებოცემენტით მოვალაგე ნამსხვრევები. მშვენიერი სადგამი გამოვიდა ვერანდისთვის.


image

არც ჯვალოს ძველი ქსოვილები გადაყაროთ, ნახეთ ზეთოვანი საღებავით რა ლამაზი მზესუმზირა გამომივიდა!

image

ეს ყველაფერი ჩემი წინაპრების ხელნათათუნებია და ახლა მე მათ ახალი სიცოცხლე შთავბერე!


1
119
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
119
  
2023, 2 ივნისი, 23:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1