საზოგადოება „მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს 2 ივნისი, 16:36 ![]() კამპანია ამჯერად, „კარფურის“ ლოიალობის პროგრამა - „მაიქლაბის“ იუბილეს უკავშირდება, ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს, 31 მაისიდან - 21 ივნისის ჩათვლით, განსაკუთრებული შეთავაზებების გარდა, სხვადასხვა პრიზის მოგების შესაძლებლობას სთავაზობს. კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შანსი ექნებათ ჩაერთონ გათამაშებაში, რომელში მონაწილეობის მისაღებად „კარფურის“ ნებისმიერ ფილიალში უნდა მოიტანონ „მაიქლაბის“ ფიზიკური ბარათი, გადმოწერონ „კარფურის“ მობილური აპლიკაცია „MAF CARREFOUR” (IOS & Android), რის შემდეგაც მიიღებენ შანსს Facebook Live-ის საშუალებით დასაჩუქრდნენ განსაკუთრებული პრიზებით. გარდა გათამაშებისა, კამპანიის პერიოდში მომხმარებლებს „კარფურის“ ყველა ფილიალში დახვდებათ „მაიქლაბ“ ფასდაკლებები. შეგახსენებთ, რომ „მაიქლაბი“ არის „კარფურის“ დაგროვების პროგრამა, რომლის მეშვეობით დაგროვებული ქულები მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ პროდუქტში გადაცვალონ, ისარგებლონ განსაკუთრებული ფასდაკლებებით, ქეშბექით და მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებებით. ![]() R 15 1-ს მოსწონს
|