x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
10 საინტერესო ფაქტი ოლიმპიადის შესახებ

image

  • ოლიმპიური თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ, ქალაქ ოლიმპიაში ტარდებოდა;
  • პირველი თამაშები ძვ.წ. 776 წელს ჩატარდა;
  • ოლიმპიურ თამაშებს რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და პირვანდელი სახით ახალი წელთ აღრიცხვის 393 წლამდე იმართებოდა, სანამ ის იმპერატორმა თეოდოსიუს პირველმა არ აკრძალა;
  • თავდაპირველად ათლეტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ჭიდაობაში, კრივში, სირბილში, შორ მანძილში ხტომაში, შუბისა და ბადროს ტყორცნაში;
  • თავდაპირველად შეჯიბრებაში მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცები მონაწილეობდნენ;
  • პირველ ოლიმპიელებს მხოლოდ დაფნის გვირგვინით ამკობდნენ, ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში ათენმა თავისი გამარჯვებული ათლეტებისთვის 500 დრაჰმა დააწესა (დღევანდელი ანგარიშით, დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი);
  • მანდილოსნებმა პირველად 1900 წელს მიიღეს მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში;
  • მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის სპორტსმენებმა თამაშებში პირველად მონაწილეობა 1908 წელს მიიღეს;
  • ოლიმპიური ალამი პიერ დე კუბერტენმა შექმნა: თეთრ ფერზე გამოსახული ხუთი ერთმანეთზე გადაჯაჭული რგოლი (ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი) ხუთ კონტინენტს განასახიერებს;
  • ოლიმპიური ემბლემის დევიზია: „უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერი.“

    საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ოლიმპიურ თამაშებში 1994 წლიდან მონაწილეობს და ამ დრომდე 33 მედელი აქვს მოპოვებული.
  • 2
    25
    შეფასება არ არის
    ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
    ქეთი გაბინაშვილი
    25
      
    2023, 2 ივნისი, 23:30
    კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

    2023, 1 ივნისი, 23:08
    კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

    0 1 2