x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"არცერთი არ იყო თავისუფალი"-სად და როგორ დაიწყო მერილინ მონროს და რობერტ კენედის ურთიერთობა?
image

1 ივნისი ამერიკის ხატის, კულტის და სილამაზის სიმბოლოს, მერილინ მონროს დაბადების დღეა, ამ ლეგენდაზე იმდენი დაწერილა და თქმულა, მაგრამ მის გარშემო ინტერესი მაინც არ ცხრება, დღეს გაეცნობით მერილინ მონროს და პრეზიდენტ კენედის ურთიერთობის ისტორიას.


არსებობს რამდენიმე წინააღმდეგობრივი ვარაუდი იმის შესახებ, თუ როდის შეხვდნენ ისინი პირველად ერთმანეთს. ბიოგრაფმა ჯეიმს სპადმა, People-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პირველად მსახიობმა პიტერ ლოუფორდმა, პრეზიდენტის სიძემ, გააცნო თავის ცოლისძმას მერილინ მონრო 1954 წელს.


1957 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ორივენი იმყოფებოდნენ მეჯლისზე ვალდორფ-ასტორიაში, ნიუ-იორკში, სადაც ორივეს თან ახლდა მეუღლეები: ჯონ კენედის ცოლი ჯეკი და მონროს მაშინდელი ქმარი, არტურ მილერი. წვეულებაზე ბევრი სტუმარი იყო, ამიტომ მათი გზები შესაძლოა იმ ღამეს არც კი გადაკვეთილა.




ასევე შესაძლებელია, რომ ისინი შეხვდნენ ოთხი წლის შემდეგ, 1961 წელს, ლანჩზე ლოუფორდის სახლში, სანტა მონიკაში. მაგრამ ბიოგრაფების უმეტესობას მიაჩნია, რომ ნამდვილი რომანი დაიწყო 1962 წლის მარტში ბინგ კროსბის სახლში პალმ სპრინგზე.


ორივე იმ დროს არ იყო თავისუფალი, მაგრამ ამან მათ ხელი არ შეუშალა. მათ შორის ბობოქარი რომანი დაიწყო. დიდი ხნის განმავლობაში ისინი ხვდებოდნენ ან ძვირადღირებულ სასტუმროებში ან ნაქირავებ ბინებში. თუმცა, სენატორი სერიოზულ პოლიტიკურ კარიერაზე ოცნებობდა და ცნობილი მსახიობთან ინტრიგები, რომელიც ცნობილი იყო არც თუ კარგი რეპუტაციით, ქულებს არ შემატებდა. მას სტაბილურობა სჭირდებოდა, მერილინი კი მისგან აღიარებას ელოდა. რაღაც მომენტში მიხვდა, რომ იგი მხოლოდ მისი სათამაშო იყო... მონრო ფიქრობდა, რომ თუ პრეზიდენტის ცოლი გახდებოდა, მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვლებოდა. ამის საფუძველზე მას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო.


1962 წლის 19 მაისს - სიკვდილამდე სულ რაღაც სამი თვით ადრე, 36 წლის ასაკში - მონრო პრეზიდენტმა დაბადების დღეზე მიიწვია სადაც მერილინს ეცვა კრემისფერი rhinestone-ის ლეგენდარული კაბა (დიახ, ის, რაც კიმ კარდაშიანს ცოტა ხნის წინ Met Gala-ზე ეცვა) მხრებზე წამოსხმული ბეწვით, რომელიც მან სცენაზე გასვლისთანავე გაიძრო.მან პრეზიდენტს Happy Birthday Mr. President უმღერა, ალბათ ოდესმე ამ სიმღერის ყველაზე სექსუალური შესრულება.

image

თუმცა, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ კენედი არ იყო ერთადერთი კენედი, ვისთანაც მონროს ჰქონდა ურთიერთობა. „უკვე ნათელი იყო, რომ მერილინს ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა ორივე ძმასთან- ბობისთანაც და ჯეკთანაც“-ამბობს ჯეიმს სპადა People-სთან ინტერვიუში.


მას ვერ წარმოედგინა ცხოვრება კენედის გარეშე. გავრცელდა ჭორები, რომ მსახიობი სპეციალურად დაუახლოვდა კიდეც პატრიციას, ჯონის დას, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო ცნობილ ოჯახთან. სავარაუდოდ, პოლიტიკოსს ეს არ მოეწონა და უმცროს ძმას, რობერტს(იგივე "ბობი") სთხოვა, მერილინთან ესაუბრა.


მიუხედავად იმისა, რომ რომანი ბობთან არასოდეს დადასტურებულა, წერილში, რომელიც მონრო მილერის ერთ-ერთ შვილს მისწერა, ასე აღწერს ბობთან შეხვედრას : „წუხელ ვივახშმე შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორთან, რობერტთან, საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. მგონი მოგეწონებათ. ყოველ შემთხვევაში, წუხელ ამ ვახშამზე უნდა წავსულიყავი, რადგან ის საპატიო სტუმარი იყო და როცა ჰკითხეს, ვისთან სურდა შეხვედრა, აღმოჩნდა, რომ ჩემთან სურდა....ის ასევე საკმაოდ კარგი მოცეკვავეა."


1962 წლის 5 აგვისტოს მონრო საკუთარ საწოლში იპოვეს გარდაცვლილი ტელეფონის ყურმილით ხელში. გარდაცვალების მიზეზად საძილე აბების ჭარბი დოზირება დასახელდა. რეზონანსული საქმის ირგვლივ ჭორები დღემდე არ ცხრება. იყო ვერსია, რომ თავად პრეზიდენტმა კენედიმ დაგეგმა მონროს მკვლელობა, თუმცა ამის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.


1963 წლის 22 ნოემბერს თავად კენედი მოკლეს დალასში ვიზიტის დროს. 5 წლის შემდეგ მოკლეს რობერტ "ბობ" კენედიც.



ასევე დაგაინტერესებთ


ალბათ ბევრისთვის უცნობია, რომ მერლინ მონროს მესამე ქმარი არტურ მილერი(1955-დან 1959-მდე)თბილისში იყო ჩამოსული 1967 წელს, თუ რატომ და რა მიზნით სტატიაში შეიტყობთ. არტურ მილერი სიცოცხლის ბოლომდე ყველა დროის უდიდეს ამერიკელ დრამატურგად მიიჩნეოდა, ამერიკელი დრამატურგი, ესსეისტი, მწერალი. წამყვანი ფიგურა იყო ამერიკულ ლიტერა...





ამერიკელი მსახიობი მერლინ მონრო იმიტომ მოკლეს, რომ შეიტყო უცხოპლანეტელეთა შესახებ, რომელიც შემთხვევით იქნა გაშიფრული აშშ -ის პრეზიდენტთან, ჯონ კენედისთან ურთიერთობის დროს. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანელი მწერლის ნიკ რედფერნის წიგნში "Diary of Secrets: UFO Conspiracies and the Mysterious Death of Marilyn Monroe"(საიდუმლოების დღიური: ამო შეთქმულ...



აპრილის ბოლოს Netflix-ზე შედგა პრემიერა დოკუმენტური ფილმისა "მერილინ მონროს საიდუმლო, გამოუქვეყნებელი ჩანაწერები"(The Mystery of Marilyn Monroe: The Unheard Tapes), რომელიც ფანტავს იმ მითებს, რომელიც დღემდე ტრიალებს ამერიკის კერპის გარშემო, მათ შორის: .



დღეს 5 აგვისტოს 60 წელი გავიდა, ამერიკის მარადმწვანე ხატის და სექს-სიმბოლოს, მშენიერებისა და ქალური იდეალის, მერლინ მონროს გარდაცვალებიდან, მისი სიკვდილი დღესაც კონსპირაციის და შეთქმულების თეორიის საგანია, თუმცა დღეს მისი გარდაცვალების 60 წლისთავზე ყოველგვარი ინტერნრეტაციის და კუდების გამობმის გარეშე მშრალად მივყვებით 4/5 აგვისტოს მოვლენებს. ...

1
377
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
377
  
2023, 1 ივნისი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1