x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
83 წლის ალ პაჩინო კვლავ მამა გახდება

ალ პაჩინო

ალ პაჩინო 2023 წლის 19 აპრილი, ნიუ იორკი / ფოტო: Getty Images



რობერტ დე ნიროს შემდეგ ახლა უკვე ალ პაჩინოც იქნება ჰოლივუდელი მსახიობი, რომელიც ღრმა მოხუცებულობაში მამა გახდება.



მსახიობი და მისი 29 წლის პარტნიორი ნურ ალფალა შვილს ელოდებიან. ალ პაჩინოსთვის ეს მეოთხე შვილი იქნება.




ნურ ალფალა და ალ პაჩინონურ ალფალა და ალ პაჩინო / ფოტო ალფალას ინსტაგრამიდან


პაჩინოს წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.



მსახიობს, რომელიც ცნობილია თავისი როლებით სერიალებში "Scarface" (1983) და "ნათლია" სერიებში, ჰყავს კიდევ სამი შვილი - ორი ბევერლი დ'ანჯელოსთან და ერთი იან ტარანტთან.





2014 წელს პაჩინომ ჟურნალ New Yorker-თან თავის ბავშვობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მამამ ის და დედა მაშინ მიატოვა როდესაც ორი წლი იყო.




"შეგნებულად ვიცოდი, რომ არ მინდოდა მამაჩემის მსგავსი ვყოფილიყავი. სამი შვილი მყავს. მე მათ წინაშე ვარ პასუხისმგებელი, მე მათი ცხოვრების ნაწილი ვარ და როცა ერთად არ ვართ ეს შემაწუხებელია როგორც ჩემთვის, ისე მათთვისაც", - თქვა ალ პაჩინომ.


ალ პაჩინო შვილებთან ერთადალ პაჩინო შვილებთან ერთად 2020 წლის თებერვალი.
მარცხნიდან: ანტონ ჯეიმს პაჩინო, ოლივია პაჩინო, ალ პაჩინო და ჯული მარი პაჩინო
ფოტო: Getty Images




პაჩინომ 1992 წელს ფილმში "ქალის სურნელი" მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის. ასევე, თავისი კარიერის განმავლობაში მრავალი ნომინაცია აქვს მიღებული.



ჰოლივუდის ლეგენა არასოდეს გასულა პენსიაზე და რეგულარულად ჩნდება ფილმებში, როგორიცაა რეჟისორ მარტინ სკორსეზეს "ირლანდიელი" (2019), ასევე ტელევიზიაში, მათ შორის ამაზონის სერიალში "მონადირეები" (2020-2023).


1
79
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
79
  
2023, 1 ივნისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1