x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ოჯახში შეუვარდა, ცოლ–შვილი მოუკლა, გაძარცვა, სახლკარი გადაუწვა"- ვისზე საუბრობს ნინო ჯანგირაშვილი

image


"ტელეკომპანია "კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, ფორუმზე გამოსვლას ვრცელი პოსტით ეხმაურება და წერს:


"წარმოიდგინეთ კაცი, რომელსაც ოჯახში შეუვარდა ყაჩაღი, ცოლ–შვილი მოუკლა, გაძარცვა, სახლკარი გადაუწვა. პოლიციამ ვერ დაიჭირა ეს კაცი, ცოტა შეცდომებიც დაუშვეს გამოძიებისას, მოკლედ გაექცათ. გავიდა წლები და იგივე ყაჩაღი თავს დაესხა ამ კაცის მეგობრის ოჯახს, ამოუწყვიტა ცოლ–შვილი, გაძარცვა. ამჯერად პოლიცია კვალზე გავიდა, ძველი შეცდომები გაითვალისწინა, დაჭერას უპირებს. ეს ყაჩაღი იმალება, ოღონდ დახმარება ჭირდება, საკვები უნდა მიაწოდოს ვინმემ, გადაადგილებაში, დამალვაში დაეხმაროს. დაუკავშირდა ამ კაცს, რომელსაც წლების წინ ცოლ–შვილი ამოუწყვიტა.


უთხრა, მაგარ საჩუქრებს გაჩუქებ, ფულს მოგცემ, ოღონდ ახლა დამეხმარეო. ეს კაციც ეხმარება. გაიგო პოლიციამ, მივიდა და ეუბნება, გავიგეთ რომ ეხმარები, ჯობს ჩვენ დაგვეხმარო, რომ დავიჭიროთ და ყველაფრისთვის პასუხი აგოსო, რომ მომავალში კიდევ არ ამოწყვიტოს ოჯახებიო, ბოდიში, რომ თავის დროზე ვერ დავიჭირეთ, როცა შენი ოჯახი ამოწყვიტაო. და ეს კაცი ეუბნება – თავის დროზე ხომ ვერ დაიჭირეთ, ახლა ეგეთი ხოში მაქვს რომ დავეხმარო, მისი საჩუქრები მჭირდება და რატომაც არაო. რა თქვენი საქმეაო, ფულს რატომ მაკარგვინებთო?


რას იფიქრებდით ასეთ კაცზე? ხოდა, აი ზუსტად მაგას ფიქრობს მთელი მსოფლიო ღარიბაშვილზე, რომელიც დადის და ყველგან გაიძახის, თავის დროზე რუსეთს რომ სანქციები არ დაადეთ, ახლა მე არ შევუერთდები სანქციებს, ფული რა პონტში უნდა დავკარგოო. ღარიბაშვილზე რასაც ფიქრობენ, ეგ ავტომატურად ვრცელდება ქართველ ხალხზეც. თავს ნუ მოვიტყუუბთ, რომ საქმე სხვანაირად არის. სანამ ეს ბოროტი მოღალატე ერთუჯრედიანი საქართველოს სახელით ლაპარაკობს, ჩვენი ადგილი ცივილიზებულ სამყაროში არ იქნება."- ვკითხულობთ ჟურნალისტის პოსტში.

0
369
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
369